თურქული პრესა 23.12.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1328029
თურქული პრესა 23.12.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა სირიაში იდლიბიდან წამოსულ 80 ათასიან ახალ მიგრანტთა ტალღაზე, რომლის დაბომბვასაც რეჟიმი განაგრძობს. მისივე თქმით, თურქეთი ამ მიგრაციის ტვირთს მარტო არ ზიდავს და დაამატა: „საბერძნეთის თაოსნობით ევროპის ყველა ქვეყანა ამას იგრძნობს. ჩვენ რუსეთთან ერთად ყველანაირ ძალისხმევას ვეწევით, რომ დასრულდეს თავდასხმები და ამ მცდელობას ისევ გავაგრძელებთ. ჩვენ დელეგაციას მოსკოვში ვაგზავნით, ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ და შედეგების მიხედვით გადასადგმელ ნაბიჯებს დავსახავთ.“

"გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ სირიაში გადადგმული ნაბიჯებიდან და ლიბიასთან მიღწეული შეთანხმებიდან უკან არ დაიხევენ. მისივე თქმით, საბერძნეთი, მისი მხარდამჭერი ქვეყნები და ხმელთაშუა ზღვაში ზოგიერთ მეზობელი არაბული ქვეყანა უკვე დიდი ხანია ემზადება იმისათვის, რომ თურქეთმა ფაქტიურად ნაბიჯი ვერ გადადგას ზღვაში. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთმა ლიბიასთან დადებული შეთანხმებით, რომელიც მას ზღვაში მეზობელს ხდის, ეს მზაკვრული თამაში ჩაშალა.

თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქეთი როგორც წარსულში დღესაც დაჩაგრულთა და დაზარალებულთა გვერდითაა - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. ”დღესაც, ისევე როგორც სირიაში, ლიბიაშიც მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფამდე ჩვენი ლიბიელი ძმების გვერდით ვიქნებით“ - აღნიშნა აქარმა. იგი ასევე შეეხო ლიბიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და დაამატა, რომ იგი ორივე ქვეყნის უფლებებს დაიცავს.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ახალი ტიპის წყალქვეშა გემის პროექტის პირველი წყალქვეშა გემი „პირი რეისი“ გუშინ პრეზიდენტ ერდოღანის მონაწილეობით ზღვაში ჩაუშვეს. წყალქვეშა გემი „პირი რეისი“ ფუნქციონირებას 2022 წელში დაიწყებს. წყალქვეშა გემი, წყალქვეშა, წყალზედა და სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღითაა აღჭურვილი და მრავალი ტიპის ტორპედოს, რაკეტის გაშვების და ნაღმის დაგების შესაძლებლობა გააჩნია

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, თურქეთი ბოლო დროის ხმელთაშუა ზღვის საუკეთესო საკრუიზო მიმართულებად გამოცხადდა და ევროპაში საუკეთესო ადგილად არჩევის და სტამბოლის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ, ზღვაოსნობაში აღნიშნულ სექტორში იზრდება საზღვარგარეთიდან მისით დაინტერესება. გემები Celebrity Cruise, MSC Cruises ve Celestyal Cruise 2021 წლიდან სტამბოლის, ქუშადასის და იზმირის მსგავს თურქეთის პორტებში რეგულარულ რეისებს შეასრულებენ. 2021 წლის ბოლოსთვის ეს გემების თურქეთში დაახლოებით 200 ათას ტურისტს ჩამოიყვანენ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები