თურქული პრესა 18.12.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1325493
თურქული პრესა 18.12.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვეიცარიაში გამართულ „ლტოლვილთა გლობალურ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა: "გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მეტ ლტოლვილს თურქეთი მასპინძლობს. ამჟამად 3.7 მილიონ სირიელს, მთლიანად 5 მილიონამდე ლტოლვილს ჩვენ ვიფარებთ. დღეს მსოფლიოში 260 მილიონამდე მიგრანტია. თურქეთი, ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობით ეროვნული შემოსავალის პროპორციის მიხედვით  მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანაა.“

გაზეთ „ვათან“-ში მოყვანილია ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული ძალების ყოფილი სარდლის ბენ ჰოჯესის განცხადება, რომელშიც მან ვაშინგტონის სირიის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა: ”YPG არის ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს განშტოება. მათი გამიჯვნის მცდელობები დამაჯერებელი არ იყო. ჩვენი მოკლევადიანი, ტაქტიკური ინტერესების გამო, DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტურობის გამო ჩვენ ამ ორგანიზაციის მხარდაჭერა გადავწყვიტეთ. ჩვენთვის სინამდვილეში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, თურქეთთან სტრატეგიული ურთიერთობისათვის დიდი ზიანის მიყენების ხარჯზე ეს გავაკეთეთ.“

უსაფრთხოების ძალებისთვის გამოსაყენებლად გადაცემულ ეროვნული წარმოების პროდუქციას შეიარაღებული დრონი „სონგარი“ შეემატება  - წერს გაზეთი „საბაჰი“. ეროვნული შესაძლებლობებით შექმნილი შეიარაღებული დრონი 8 სონგარი პირველად შევა თურქეთის შეიარაღებული ძალების ინვენტარში. ობიექტს ჰაერში სრულად დატვირთულს მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში შეეძლება გაჩერება და მას 5,56 კალიბრიანი თოფი და 200 ტყვია ექნება.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ტექნოლოგიების სააქციო საზოგადოება Delta V Space-ი, რომელიც შექმნილია თავდაცვის მრეწველობის სამმართველოს ბაზაზე, ზაფხულზე კოსმოსში კოსმოსურ რაკეტას გაუშვებს, რომელზედაც 2 წელიწადია მუშაობენ. Delta V Space-ის გენერალურმა მენეჯერმა არიფ ქარაბეიოღლუმ განაცხადა, რომ ისინი მსოფლიოში ძალიან გასაკუთრებულ სარაკეტო ძრავაზე მუშაობენ და ზაფხულზე კოსმოსში გავლენ.

და ბოლოს, გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საერთაშორისო ასტრონომიის კავშირის (IAU) დაარსების 100 წლის აღნიშვნის ფარგლებში წარმოებულ კამპანიაში თურქეთისათვის გადაცემულ ვარსკვლავს, რომლის კოდიცაა 'WASP-52' „ანატოლია“, მის ორბიტაზე მდებარე პლანეტას კი „გოქთურქი“ იწოდეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები