თურქული პრესა 17.12.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1324629
თურქული პრესა 17.12.2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ერდოღანის შვეიცარიაში მცხოვრებ თურქებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: „საზღვარგარეთ მცხოვრები ყველა ჩვენი ძმა, თურქი ხალხის წარმომადგენელია და მათ,  თურქეთში მცხოვრები 82 მილიონისგან არანაირი სხვაობა არ აქვთ“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. მან ამის შესახებ, ლტოლვილთა გლობალურ ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ჩასულ შვეიცარიის ქალაქ, ჟენევაში,   „შვეიცარიაში მიგრაციის 50-ე წლისთავი“ სახელწოდების პროგრამაში მონაწილეობის დროს  ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქები არ არიან უცხო და სხვა ევროპისთვის, არამედ ისტორიის მანძილზე ყოველთვის იყვნენ მისი მასპინძლები.

გაზეთი „Haber Türk“-იც პრეზიდენტ ერდოღანის PKK-ს მიმართ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციებით, სეპარატისტულმა ტერ-ორგანიზაცია PKK-მ მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი განიცადა.

გაზეთ  „Sabah“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: „ლიბიასთან სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმი დამტკიცდა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთ-ლიბიას შორის უსაფრთხოების და სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმი, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დამტკიცებულ იქნა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ლიბიაში შეიარაღებულ დაჯგუფება, ჰაფთერის ძალების მხრიდან ეროვნული თანხმობის მთავრობის ჯარებზე თავდასხმების აღსაკვეთად,  თურქეთი შესაბამის სამზადის იწყებს. შეიარაღებული ძალებისთვის გაცემული ბრძანების მიხედვით, ლიბიაში სამხედროების გადასროლისათვის სრული სამზადისი დაწყებულ იქნა.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ თურქეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ადგილებიდან ფამუქქალეში ახალი წლის მოახლოებასთან ერად შესაბამისი სამზადისი დაიწყო. ისტორიულ რეგიონში როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს რა, ამ  დროისათვის  სასტუმროების 90% უკვე შევსებულია.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები