თურქული პრესა 13.12.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1322832
თურქული პრესა 13.12.2019

      

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ 1915 წლის  სომხური მოვლენების „გენოციდად“ აღიარება მკაცრად დაგმო. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის სენატის მიერ 1915 წლის სომხური  მოვლენების გენოციდად აღიარება, ისტორიის პოლიტიზირების ნათელი და სამარცხვინო  მაგალითია. ეს მცდელობა, თურქეთ-ამერიკული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ხელის შემშლელი მცდელობაა. გადაწყვეტილებას არც  ისტორიული ცნობიერება და  არც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სენატის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, თურქეთის მიერ რეგიონში საკუთარი უფლებების განხორციელების წინააღმდეგობრივი მცდელობაა“.

Hürriyet-ი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუს მიერ გუშინ, მაროკოს დედაქალაქ რაბათში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის დაფუძნების 50 წლის იუბილეზე წარმოთქმულ სიტყვას აშუქებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ პალესტინელი ხალხის უფლებების მისაღწევად, ერთადერთი იმედი მუსლიმთა ერთიანობა არის. “ისრაელი ვერასოდეს განახორციელებს პალესტინის ეთნიკური წმენდისა და იქ რასისტული რეჟიმის შექმნის ოცნებას”, განაცხადა ჩავუშოღლუმ

“თურქმა და რუსმა სამხედროებმა მე-15 ერთობლივი პატრულირება მოაწყვეს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: სირიის ჩრდილოეთში, ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე  რასულაინ-ყამიშლის რეგიონში მომსახურე თურქმა და რუსმა სამხედროებმა გუშინ, მე-15 ერთობლივი სახმელეთო პატრულირება განახორციელეს. “ორივე მხრიდან მასში მონაწილეობა მიიღეს ოთხ-ოთხმა მანქანამ და 48 კილომეტრის სიგრძის მანძილის პატრულირება კვლავ უსაფრთხოდ და გეგმის ფარგლებში დაასრულეს რა, დაუბრუნდნენ თავიანთ ბაზებს“, ხაზს უსვამს სტარი

Sabah-ის კორესპონდენტი ანტალიიდან იუწყება, რომ გუშინ, ამ ქალაქის მახლობლად მდებარე ალანიის პორტში ღუზები ჩამოუშვეს მალტის დროშისა და ბაჰამის დროშის ქვეშ მცურავმა საკრუიზო ხომალდებმა "მარელას ოცნებამ" და “ამერამ“. პირველი გემის მგზავრებს წარმოადგენენ  1454 ბრიტანელი ტურისტი და მათ მომსახურებას უწევთ 605 პერსონალი, ხოლო მეორე გემის მგზავრებს ძირითადად გერმანელი ტურისტები წარმოადგენენ. ორივე კრუვაიზერის მგზავრებმა საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ, ალანიის ბაზრის, ციხე-გალავნისა და სხვა ისტორიული და ტურისტული ადგილების დალაშქვრა დაიწყეს, წერს საბაჰი

Haber Türk-ი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ უეფას 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფების მატჩების დროს, კერძოდ, თურქეთის ეროვნული ნაკრების მიერ ალბანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების დამარცხების შემდეგ თურქი ფეხბურთელების მიერ სიხარულის სამხედრო სალამით აღნიშვნასთან დაკავშირებით უეფას მხრიდან დაწყებული გამოძიება დასრულდა და მათთვის რაიმე სასჯელის განაჩენი არ გამოუტანიათ



მსგავსი ინფორმაციები