თურქული პრესა 04.12.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1317332
თურქული პრესა 04.12.2019

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს ლიდერთა სამიტის ფარგლებში ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, სირიის უსაფრთხოების საკითხში მინი სამიტი გამართა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ინგლისის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან რა, სამიტის დასრულების შემდეგ მათ საჩუქრად გადასცათ წიგნი სახელწოდებით,  "სტრატეგიული ალიანსის ძლიერი წევრი თურქეთი“, რომელიც მომზადებულია ოთხ, თურქულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე და რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ნატოს წევრი თურქეთის წვლილზე, ამოცანებზე და ვალდებულებებზე ამ ალიანსში

Vatan-ი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩიუსის მხრიდან ანკარის მისამართით გავრცელებულ ნდობის მესიჯს აქვეყნებს.

იგი, აშშ-ის მიერ ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს ტერორისტულად არ აღიარების გამო ანკარის აღშფოთებას და ამის გამო ნატოს მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების შესახებ თავდაცვის გეგმების ვეტოს, სამართლიანად მიიჩნევს და იმედს გამოთქვამს, რომ თურქეთის უკმაყოფილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეგულაციებით დააკმაყოფილებენ

“კატარი კიდევ 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს თურქეთის ეკონომიკაში“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Haber Türk-ში და მასში ვკითხულობთ: კატარის ფინანსური ცენტრის ხელმძღვანელმა იუსუფ ალ-ჯაიდამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ინვესტირებას თურქეთში, თანაც არა მხოლოდ საბანკო, არამედ, უძრავი ქონების სექტორშიც. “ჩვენ, თურქეთში დასაბანდი 10 მილიარდი დოლარის ვალდებულებიდან 35%-ი უკვე ავითვისეთ, ხოლო დანარჩენი 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციებსაც ამ უახლოეს ხანებში ჩავდებთ“, აღნიშნა, ალ-ჯაიდამ, წერს ჰაბერთურქი

Yeni Şafak-ი იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთის ბაზრის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია, Euromonitor International–მა, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მეტროპოლიების სია გამოაქვეყნა და მასში თურქეთიდან მხოლოდ სტამბოლი შევიდა. ეურომონიტორ ინტერნაციონალის განცხადებაში ნათქვამია, რომ წელს სტამბოლის ვიზიტორთა რაოდენობა 25.2 პროცენტით გაიზარდა და ქალაქს 14,5 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია

Star-ის მიხედვით, სტამბოლის ევრაზიული შოუსა და ხელოვნების ცენტრში, 28 ნოემბრიდან - 1 დეკემბრის ჩათვლით, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რიგით მე-7 Halal/ჰალალი პროდუქტების გამოფენა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 75-მა ქვეყანამ და რომლებმაც  თავიანთი პროდუქტებით სავსე სტენდები გამართეს. ამ გამოფენამ სტამბოლელების და მისი სტუმრების დიდი დაინტერესება გამოიწვია და ოთხი დღის განმავლობაში ეს გამოფენა დაათვალიერა 100 ათასზე მეტმა კაცმა. “გარდა ამისა, 10 ქვეყნიდან 270 მზარეულის მონაწილეობით, მზარეულთა საერთაშორისო თასიც გათამაშდა და სხვადასხვა კატეგორიაში მრავალი ჯილდოები გადანაწილდა“, აღნიშნავს სტარი



მსგავსი ინფორმაციები