თურქული პრესა 02.12.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1315839
თურქული პრესა 02.12.2019

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ანტალიაში მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ, ქვეყნის მმართველი, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AK Parti) რეგიონის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ე.წ. საუკუნის პროექტზე, ბოსფორის სრუტის ალტერნატიული, თურქეთის ევროპულ ნაწილში ახალი, “სტამბოლის არხის“ (Kanal İstanbul) სახელწოდების პროექტზე ისაუბრა და თქვა, რომ  მისი ცხოვრებაში გატარებით შეიცვლება არა მხოლოდ სტამბოლის ისტორია და გეოგრაფია, არამედ, შავ ზღვასა და ეგეოსის ზღვას შორის საზღვაო ტრანსპორტირებაც, ხოლო ბოსფორის სრუტეც და სტამბოლიც, უფრო უსაფრთხო გახდებიან.

Sabah-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ბოლო განცხადებას ანთავსებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც აქტიურები არიან ქურთი სეპარატისტები, მათი აქტიურობის აღკვეთის მიზნით, რეგიონის გზებზე  საკონტროლო-გამშვები პუნქტები აშენდება, რითაც მინიმუმამდე დაიყვანება ტერაქტების რაოდენობაც და სამოქალაქო პირების დაღუპვაც

Vatan-ი თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც წერია, რომ თურქეთში დაკავებული უცხოელი ტერორისტი მებრძოლების თავიანთ ქვეყნებში ექსტრადიცია გრძელდება და მის ფარგლებში გუშინ, ერთი ირლანდიელი ბოევიკის დეპორტაცია განხორციელდა

“უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ 41 მილიონს მიაღწია“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Star-ი და მასში ვკითხულობთ: თურქეთს, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, შედარებით 14,47 პროცენტით მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია და მათმა საერთო რაოდენობამ 40 მლნ 720 ათასს მიაღწია. “შემოდგომაზე ტურისტების მოზღვავება გამოიწვია თბილმა ამინდებმა“, წერს სტარი

Yeni Şafak-ი სპორტულ გვერდზე თურქი სპორტსმენის, თაჰა აჰმეტ ერენის ისტორიულ წარმატებას ეხება და წერს, რომ დაუნის სინდრომიანი სპორტსმენების მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, ყველა მეტოქე დაამარცხა, პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა რა, ამით თურქეთს, სპორტულ ისტორიაში,  სპორტის ამ სახეობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა



მსგავსი ინფორმაციები