თურქული პრესა 06.08.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1248515
თურქული პრესა 06.08.2019

       

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარას, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ბუნებრივი რესურსების საკითხში, საბერძნეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, მხოლოდ “მოგების პრინციპის“ საფუძველზე სურს თანამშრომლობა. “მოდით ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის. ჩვენი გზავნილი ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხში, ერთადერთია და უნიკალურია. მოდით, მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შევხვდეთ ერთმანეთს და ყველა მხარემ მოიგოს”, - განაცხადა ჩავუშოღლუმ, წერს ჰაბერთურქი

Sabah-ის ეკონომიკური მიმომხილველი იტყობინება, რომ გუშინ, თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრი მუსტაფა ვარანქი და თურქეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავჯდომარე რიფატ ჰისარჩიკლიოღლუ შეხვდნენ თურქეთის იმ საინიციატივო ჯგუფის წევრებს, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივი, სამამულე ავტომობილის წარმოებაზე და ადგილზე გაეცნენ თურქული ავტომობილის პირველ პროტოტიპზე მუშაობას რა, დეტალური ინფორმაციები მიიღეს მწარმოებლებისგან

“აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი ანკარაში ჩამოვა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ ფექჯანმა გუშინ საღამოს, სატელეფონო საუბარი გამართა თავის ამერიკელ კოლეგა ვილბერ როსთან და მას მეტად ნაყოფიერი და პროდუქტიული უწოდა.  "ამ საუბრის დროს შეთანხმება მივიღეთ, რომ ბატონი როსი და მისი თანმხლები დელეგაცია, თურქეთში ოფიციალურ ვიზიტს მოაწყობენ სექტემბერის პირველ ნახევარში", აღნიშნა თურქმა მინისტრმა, წერს ჰურრიეთი

Star-ი პირველ გვერდზე იუწყება: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზეთი “კრასნაია ზვეზდა“ იტყობინება, რომ თურქეთისა და ფინეთის დელეგაციები, “ღია ცის შესახებ შეთანხმების“ ფარგლებში, რუსეთის საჰაერო სივრცეში მფრინავი  თურქული CN-235 ტიპის თვითმფრინავის ფრენებს ერთობლივად გააკონტროლებენ. “ეს სადამკვირვებლო ფრენა თურქულმა თვითმფრინავმა გუშინ დაიწყო და 9 აგვისტომდე გაგრძელდება“, რუსულ გაზეთ “კრასნაია ზვეზდა“-ზე დაყრდნობით იუწყება სტარი

Vatan-ი წერს, რომ Ajans Press-მა და PRNet’in Ipsos-მა ერთობლივად ჩატარებული კვლევის მონაცემები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, თურქეთი,  ორგანოთა გადანერგვის 72 პროცენტიანი ცნობიერების კურსით, ესპანეთთან ერთად მთელს მსოფლიოში მეორე ადგილს იყოფს, ხოლო პირველ ადგილზე კი 74 პროცენტიანი კურსით, ინდოეთია.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #მოკლე , #პრესის , #თურქული

მსგავსი ინფორმაციები