თურქული პრესა 09.07.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1232640
თურქული პრესა 09.07.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამგზავრებამდე S-400-ების თურქეთისათვის გადაცემის თარიღთან დაკავშირებით განაცხადა: „ამ მომენტისთვის მგზავრობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. გრძელდება ჩატვირთვის სამუშაოები. განლაგების გეგმებზე, ადგილმდებარეობის ამ საკითხებზე პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის სარდლობას აქვს. ვისურვებ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, მსოფლიოსთვის სასიკეთო იყოს.“

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 15 ივლისის დემოკრატიისა და ეროვნული ერთობის დღის ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტთან კოორდინაციით წარმოებულ ღონისძიებებში გამოსაყენებლად მომზადებული 15 ივლისის ლოგო Twitter-ის პროფილის ფოტოდ გამოიყენა.  

„12 პუნტო TRT-ს სცენარების დღეები“ს დამოუკიდებელ ჟიურში მონაწილეობისათვის სტამბოლში ჩამოსულმა ამერიკის კინოაკადემიის პრეზიდენტმა ჯონ ბეილიმ განაცხადა: „ძალიან ვისიამოვნე თურქული ფილმებით. ძალიან განსხვავდება ამერიკული ფილმებისგან. ფილმებს უფრო გულწრფელი, მშვიდი და ემოციური ატმოსფეროს აქვს“- წერს გაზეთი „სტარი“.

გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აიდინის რაიონ ბოზდოღანში მდებარე არაპაპიშტის კანიონი ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ძალზედ პოპულარული გახდა. აიდინის, დენიზლისა და მუღლას პროვინციებს შორის მოქცეული არაპაპიშტის კანიონს მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებენ. 2017 წლის აპრილში ტურისტებისათვის გახსნილ კანიონს ყოველდღიურად საშუალოდ ორი ათასი დამთვალიერებელი სტუმრობს.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, თურქეთის ავიახაზების ფლოტში ახლახან შესული Boeing 787-9 Dreamliner-ის ტიპის თვითმფრინავმა 'Maçka'-მ პირველი რეისი (სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს მიერ 16 წლის ასაკში მოკლული) ერენ ბულბულის ხსოვნის საპატივცემულოდ სტამბოლი-ტრაპიზონის ხაზზე შეასრულა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები