თურქული პრესა 08.07.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1231926
თურქული პრესა 08.07.2019

       

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yenişafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK/KCK-ს ე.წ. სამთავრობო და აღმასრულებელი საბჭოს წევრი დიარ გარიპ მუჰამედი ნეიტრალიზებულ იქნა თურქეთის ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის (MIT) და თურქეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაციით. “ეს წარმატებული ოპერაცია განხორციელდა პირდაპირ პკკ-ას კანდილის შტაბ-ბინაში წერტილოვანი დარტყმით და აქამდე ლიკვიდირებული ყველაზე მაღალჩინოსანი ქურთი სეპარატისტია“, ხაზს უსვამს იენი შაფაკი

Star-ი ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეტტინ ქოჯასთან, რომლის თქმითაც, მედიკამენტებში ლოკალიზაციის მაჩვენებელი 48 პროცენტია, ე.ი. თურქეთის დამოკიდებულება უცხოური წარმოების მედიკამენტებზე ჯერ კიდევ 52%-ია, ამიტომაც მათი უპირველესი ამოცანაა, უახლოეს პერიოდებში მინიმუმამდე დაიყვანონ უცხოეთზე დამოკიდებულება, რისთვისაც ადგილობრივი მედიკამენტების წარმოებას გააფართოებენ და ამ მიზნით უკვე შემუშავებული აქვთ საჭირო სტრატეგიაც და სამოქმედო გეგმაც.

"იავუზი მზადაა საბურღი სამუშაოების დაწყებისათვის“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს  Sabah-ი და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა გუშინ,  პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ გასულ კვირას სტამბოლის მახლობელ გებზეს პორტიდან გავიდა თურქული საბურღი გემი სახელწოდებით "იავუზი", რომელიც ამჟამად მერსინის ნავსადგურშია და საჭირო მომარაგებით უზრუნველყოფის კვალდაკვალ, იგი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის კუთვნილ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში შევა რა, ერთ კვირაში საბურღ სამუშაოებსაც დაიწყებს იმ ადგილებში, სადაც ბუნებრივი გაზის დიდ რეზერვებს ვარაუდობენ.

Hürriyet-ი, სახელმწიფო ავიახაზების გენერალური დირექციიდან გავრცელებულ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, სტამბოლის აეროპორტებში, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მომსახურება გაეწია სულ 49 მილიონამდე მგზავრს და აქედან 16 მილიონს ათათურქის სახელობის აეროპორტმა უმასპინძლა, საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტმა იანვარ-ივნისში 17 მილიონამდე მგზავრს უმასპინძლა, რაც შეეხება სტამბულის ახალ აეროპორტს, რომელმაც სრული დატვირთვით მუშაობა 6 აპრილიდან დაიწყო,  მას შემდეგ, 12 მილიონ უცხოელ და 4 მილიონზე მეტ ადგილობრივ მგზავრს მოემსახურა. ამ სამივე აეროპორტიდან 6 თვის განმალობაში 337 ათას 218 ფრენა განხორციელდა, აღნიშნულია სახელმწიფო ავიახაზების გენერალური დირექციიდან გავრცელებულ ანგარიშში, წერს გაზეთი ჰურრიეთი

Habertürk-ის ეკონომიკური მიმომხილველი ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კვლევისა და პოლიტიკის (TAGEM) გენერალურ დირექტორ ოზქან გოლდმანთან, რომლის თქმითაც თურქეთში, გამხმარი გარგარის წარმოება-ექსპორტს ამ ბოლო წლებში დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ და წლითიწლობით ზრდიან რა ამ პროდუქტის წარმოებასაც და ექსპორტსაც, ამჟამად თურქეთი მსოფლიოში გამხმარი გარგარის  63%-ს აწარმოებს, რომლის უდიდესი ნაწილი ექსპორტში გააქვთ და წარმოებითაც და ექსპორტითაც მსოფლიო ლიდერს წარმოადგენენ

 

 



მსგავსი ინფორმაციები