თურქული პრესა 01/07/2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1227818
თურქული პრესა 01/07/2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ერდოღანის  იაპონიაში თურქებთან შეხვედრაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერ ორგანიზაცია, PKK-ს, DHKP-C-სა და FETÖ-ს შოროს არანაირი სხვაობა არ არსებობს. ერდოღანმა იაპონიის ქალაქ,  ნაგოიაში  ამ ქვეყანაში მცხოვრებ  თურქებს შეხვდა და მათთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „იაპონიაში,  ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-სთან კავშირში მყოფი სკოლები, ფონდები და სხვა ორგანიზაციები ჯერ კიდევ აქტიურად ფუნქციონირებენ. ეს ტერ ორგანიზაცია საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს ინტენსიური ცილისმწამებლური კამპანიას. სისხლის მღვრელი ეს ტერ ორგანიზაცია იგივეა, რაც PKK და  DHKP-C. მათ შორის არანაირი სხვაობა არ არსებობს.“

გაზეთი „Sabah“-ი საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიბიისადმი გაფრთხილებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთმა, ლიბიაში  ხალიფა ჰაფთარის ძალების მიერ თურქი მოქალაქეების დაკავების გამო გაფრთხილება მისცა და მათი დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

„მორიგი რეკორდი ანტალიაში“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას  გაზეთ „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ. ანტალიაში 29 ივნის მხოლოდ საჰაერო გზით 90 ათას 889 ტურისტი ჩავიდა. ეს ციფრი კი ტურისტული ქალაქისთვის ყველა დროის რეკორდი გახლავთ.  

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ თურქეთის მეორე საბურღი გემი  „იავუზი“ რომელიც კვიპროსის სანაპიროზე საბურღი სამუშაოებისთვის მიემგზავრება, მერსინის სილიფკეს რაიონის დაბა თაშუჯუს სანაპიროსთან ჩააღწია.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გამართულ, 2019 წლის ევროპულ ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა შორის თურქმა მოკრივემ ბუსე ნაზ ჩაქიროღლუმ 51 კგ-ში  რუსი მეტოქე, სვეტლანა სოლიანოვა 4-1 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.  

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები