თურქული პრესა 24.06.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1223981
თურქული პრესა 24.06.2019

       

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარემ, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, სტამბოლის მერის გუშინ განახლებულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ოპოზიციის კანდიდატ ექრემ იმამოღლუს და წარმატებები უსურვა მას. "როგორც ადრე, ამის შემდეგაც ჩვენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის დაცვის, მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის თანხლებით ვივლით 2023 წლისათვის დასახული მიზნისკენ“ - განაცხადა ერდოღანმა

“ანტალია უცხოელ ტურისტებს ვერ აუდის“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Yeni Şafak-ი და მასში ვკითხულობთ: ტურიზმის დედაქალაქ ანტალიას 22 ივნისამდე მარტო საჰაერო გზით, მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 5 მილიონამდე უცხოელი ტურისტი ეწვია. მოკლედ, მიმდინარე წლის იანვრის აქეთ ანტალიას თავისი მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ უფრო მეტი ტურისტი ეწვია, რაც რეკორდულ ციფრს წარმოადგენს. გასულ წელს ამ ქალაქმა მთლიანობაში დაახლოებით 14 მილიონ უცხოელ ტურისტს უმასპინძლა, წელს კი სავარაუდოდ 20 მილიონამდე უცხოელ ტურისტს ელიან

Star-ი იუწყება, რომ ეგვიპტეში დემოკრატიული არჩევნებით ქვეყნის სათავეში მოსული პრეზიდენტის და შემდეგ გენერალ სისის მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შედეგად დაპატიმრებული და გასულ კვირას პირდაპირ სასამართლო დარბაზში გარდაცვლილი მუჰამმედ მურსის შვილმა, აბდულაჰ მურსიმ, თურქეთის პრეზიდენტ რ.თ, ერდოღანს, მამამისის დაფასებისათვის და მათი ოჯახის გვერდით დგომისათვის მადლობა გადაუხადა. “თურქმა ხალხმა, განსაკუთრებით მისმა პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, მარტო არ მიგვატოვეს, მამაჩემის სულის საპატივსაცემოთ მთელი თურქეთის ტერიტორიაზე სიმბოლური გასვენების ცერემონიალი ჩაატარეს და ლოცვა-ვედრება აღავლინეს, რითაც უდიდესი პატივი მიაგეს მამაჩემის ხსოვნას და ძალზედ აგვაღელვეს“, განაცხადა აბდულლაჰ მურსიმ, აღნიშნავს სტარი

Vatan-ის კორესპონდენტი ერაყიდან იტყობინება, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან 27 მაისიდან ჩრდილოეთ ერაყის ჰაქურქის რეგიონში დაწყებული სამხედრო ოპერაცია “კლანჭები“, რომელიც მიმართულია აქ თავშეფარებული ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წინააღმდეგ, წარმატებით გრძელდება და გუშინ კიდევ 6 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული რა, ამით განეიტრალებულ სეპარატისტთა რაოდენობა 96-მდე გაიზარდა. “გარდა ამისა, ამავე პერიოდში გაუვნებელყოფილ იქნა ტერორისტული ორგანიზაციის კუთვნილი ასობით ნაღმი და ხელნაკეთი ბომბი, განადგურდა ათობით თავშესაფარი, გამოქვაბული, ბუნკერი, საცეცხლე წერტი და არსენალი“, წერს ვათანის ერაყელი კორესპონდენტი

 



მსგავსი ინფორმაციები