თურქული პრესა 21.06.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1222565
თურქული პრესა 21.06.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის პრესის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გუშინ სტამბოლში დოლმაბაჰჩეს სამუშაო ოფისში სხვადასხვა საკითხებზე განცხადებები გააკეთა. პრეზიდენტმა S-400-ის თემაზე აღნიშნა: „S-400-ის საკითხი ჩვენთვის და რუსეთისთვის დასრულებულია, მომდევნო თვეში გადმოცემა დაიწყება, ვვარაუდობ რომ (აშშ-ის)  სანქცია არ იქნება.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქეთ-ერაყის საქმიან ფორუმში მონაწილეობის მისაღებად და სხვადასხვა შეხვედრების გასამართად გუშინ ერაყის დედაქალაქ ბაღდათში ჩასული ვაჭრობის მინისტრი რუჰსარ ფექჯანი ერაყის პრეზიდენტს ბერჰემ სალიჰს და პრემიერმინისტრს ადილ აბდულმეჰდის შეხვდა. შეხვედრებზე ორივე ქვეყნების პრეზიდენტების მიერ დასახული 20 მილიარდიანი სავაჭრო მოცულობის მიზნის ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობების და ინვესტიციების გაზრდის საკითხები ქნა განხილული.

საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის ორგანიზაცია Fitch Ratings-ის მმართველმა დირექტორმა ედვარდ პარკერმა განაცხადა: „თურქეთში ინფლაციის შემცირებას მომდევნო თვეებში საბაზისო ეფექტებით დაჩქარებას ველოდებით. ყურადღებას იქცევს გასული ზაფხულიდან დღემდე (მიმდინარე დეფიციტში) გამოსწორება.“-წერს გაზეთი „ვათანი“.

გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, საბურღი გემი „Yavuz“ რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის სამძებრო სამუშაოებს დაიწყებს, გუშინ ხმელთაშუა ზღვისკენ გაემართა. გემის გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ენერგეტიკის მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა: „დავიცავთ როგორც ჩვენს, ასევე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის უფლებებს. წინ ვერავინ აღუდგება თურქეთის მტკიცე გადაწყვეტილებას.“

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, Roketsan-მა მიკრო თანამგზავრის გაშვების აპარატი პირველად საფრანგეთში პარიზის საავიაციო გამოფენაზე წარმოადგინა. Roketsan-ის ბაზრის განვითარების და ხელშეწყობის დირექტორმა დოქტორმა ჰუდაი ოზდამარმა განაცხადა: „ამ გამოფენაზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ რომ ჩვენ ვარსებობთ ბაზარზე განვითარებადი ახალი ტექნოლოგიური ტაქტიკური და სტრატეგიული სისტემებით.“


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები