თურქული პრესა 20.06.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1221727
თურქული პრესა 20.06.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა მინისტრმა მევუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მომხსენებელ აგნეს კალამარდის, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის თაობაზე გაკეთებულ რეკომენდაციებს.  

გაზეთი „ვათანის“-ს ცნობით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თუნჯელის პროვინციის ჟანდარმერიის სარდლობის ჯგუფების მიერ ცენტრის პერიფერიაში ჩატარებული ოპერაციის დროს, რომელშიც საჰაერო ძალებიც მონაწილეობდნენ, 3 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

თურქეთის ავიახაზებმა (THY) Boeing 787-9 Dreamliner-ის, რომელსაც „თვითმფრინავ სიზმარს“ უწოდებენ, კაბინის შიდა კადრები გაავრცელა - წერს გაზეთი „საბაჰი“. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს 300 ადგილიანი თვითმფრინავის ბიზნეს კლასის სავარძლები. თვითმფრინავი, რომელიც 25 ივნისს სტამბოლში იქნება, თურქეთში პირველ ფრენას 8 ივლისს ადგილობრივი დროით 08.35 საათზე სტამბოლიდან ანტალიის მიმართულებით შეასრულებს.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იტყობინება, რომ მალტის დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი "Horizon" 1460 მგზავრით და 615 კაციანი ეკიპაჟით მარმარისის პორტში შევიდა. მგზავრებმა სასაზღვრო პროცედურების გავლის შემდეგ მარმარისის ბაზარი, შიდა ციხე და იახტების პორტი დაათვალიერეს.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, რუსეთში მოსკოვის იუნუს ემრეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სანქტ პეტერბურგის თურქული კინოს დღეები დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში 7 თურქული ფილმი რუსული სუბტიტრებით იქნება ნაჩვენები.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები