თურქული პრესა 31.05.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1211767
თურქული პრესა 31.05.2019

    

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდდეში ჩატარებულ თურქეთ-მალაიზია-პაკისტანის  საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ  შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქ წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ, მალაიზია და პაკისტანი, თურქეთისათვის მეტად საკვანძო პარტნიორებს წარმოადგენენ. "ეს სამივე სახელმწიფო ისლამური სამყაროში ეკონომიკურადაც და დემოკრატიული თვალსაზრისითაც  ყველაზე ძლიერები არიან, მათ კიდევ უფრო უნდა გააღრმავონ და გააფართოონ ურთიერთთანამშრომლობა, რისთვისაც ჯერ კიდევ უდიდესი გამოუყენებელი პოტენციალი გააჩნიათ“, ხაზგასმით აღნიშნა ჩავუშოღლუმ, წერს ჰურრიეთი

Haber Türk-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ თურქმა პამიდორის მწარმოებლებმა მიმდინარე წლის 5 თვეში მსოფლიოს 57 ქვეყანაში 163 მილიონი დოლარის ღირებულების პამიდორი გაიტანეს და ამათგან ყველაზე მეტი, 62 მილიონი დოლარის ღირებულების პამიდორი რუსეთში იქნა ექსპორტირებული

"ჩინეთის ავიახაზების დიდი ინტერესი სტამბულის ახალი  აეროპორტისადმი“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: “China Southern“ ავიახაზებმა, ჩინეთის ქალაქ ვაუჰამიდან სტამბულში, დაგეგმილი რეისები დაიწყო და მის ფარგლებში პირველი რეისი ვაუჰამიდან  სტამბულის ახალ აეროპორტში გუშინ განხორციელდა რა, ამით ჩინეთის ავიახაზებიც შეუერთდა სტამბოლში მფრინავ მსოფლიოს მრავალი წამყვანი ავიაკომპანიების სიას. ამავე სტატიით, მთელი ზაფხულის სეზონში ვაუჰამიდან სტამბოლში ფრენები კვირაში სამჯერ განხორციელდება

Star-ის მიხედვით, წითელ წიგნში შესული და გადაშენების პირზე მყოფი ე.წ. თეთრი ლომებიდან ოთხი, ორი ხვადი და ორიც ძუ ლომი, ჩეხიიდან სტამბოლის მახლობლად მდებარე ქალაქ თუზლას ზოოპარკში ჩამოიყვანეს, სადაც ერთის მხრივ მათი პოპულაცია მოხდება, მეორეს მხრივ მნახველებისთვისაც ღია იქნებიან

Vatan-ი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ ეროვნული ნაკრების წევრი მოტოციკლისტი ჯან ონჯუ, Moto 3-ის მსოფლიო ჩემპიონატის იტალიის რბენაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2 ივნისს იტალიის მუგელოს ტრეკზე მოეწყობა და ეს ჩემპიონატი თურქეთის დროით 12:00 საათზე დაიწყება



მსგავსი ინფორმაციები