თურქული პრესა 28.05.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1209481
თურქული პრესა 28.05.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ პირველი S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების მოწყობილობები თურქეთში ივნისში იქნება. მისივე თქმით, ისინი S-500-ებს თურქეთთან ერთად წარმოებას მოახდენენ და დაამატა: "ერთი S-500 ბატარეაც კი საკმარისია მთელი თურქეთის საჰაერო სივრცის გარე თავდასხმებისგან დასაცავად.“

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, პირველი ადგილობრივი წარმოების სეისმური კვლევითი ხომალდი MTA Oruç Reis-ი, რომელსაც გააჩნია ზღვაზე ორ და სამგანზომილებიანი ღრმა სეისმური კვლევის გადაადგილების და მანევრირების სისტემები, მარმარილოს ზღვის ფსკერს იკვლევს. Oruç Reis-ი, ერთ-ერთია მსოფლიოს მასშტაბით არსებული იშვიათი კვლევითი გემებიდან და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნახშირწყალბადის საძიებო საქმიანობაში იგი თურქეთს კიდევ უფრო გააძლიერებს.

პრეზიდენტის საფინანსო სამსახურის უფროსმა პროფესორმა გოქსელ აშანმა განაცხადა, რომ მათ სტამბოლის ფინანსურ ცენტრად გადაქცევა უნდათ და დაამატა: "ჩვენ ვაპირებთ 2022 წლის დასაწყისში სტამბოლის ფინანსური ცენტრის გახსნას" - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. მისივე თქმით, თუ არსებობს რამდენიმე ქალაქი, რომელიც იმსახურებს მსოფლიოს ფინანსურ ცენტრად გადაქცევას, მათგან ერთ-ერთი სტამბოლია, ისინი ამ ქალაქს ძალიან სწრაფად გადააქცევენ ფინანსურ ცენტრად და 2022 წელს ცენტრის გახსნას გეგმავენ.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, ანტალიის გუბერნატორმა მუნირ ქარალოღლუმ განაცხადა, რომ მაისში, დღიური ტურისტების რაოდენობაში ყველა დროის რეკორდი დაამაყარეს. გუბერნატორმა ქარალოღლუმ სოციალური ქსელისის Twitterის ანგარიშით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "2019 წლის 25 მაისს ანტალიაში საჰაერო გზით 76 ათას 568 ტურისტმა ჩამოვიდა, მაისის ყველა დროის დღიური რეკორდი". 25 მაისს ანტალიაში საერთაშორისო ფრენების შემსრულებელი 363 თვითმფრინავი  დაეშვა. ეს რეკორდები ზრდას გააგრძელებს.

და ბოლოს, გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ ამ წლიდან მოყოლებული ზღვასთან, ქვიშასთან და მზესთან ერთად გასტრონომის, კულტურული და ისტორიული ძეგლების წინა პლანზე წამოწევით მოახდენენ თურქეთის პრეზენტაციას. „გასტრონომია იქნება ერთ-ერთი პუნქტი, რომელსაც პრიორიტეტს მივანიჭებთ პრეზენტაციების დროს“  - განაცხადა ერსოიმ. „ამ ასპექტში სერიოზულ სამუშაოებს ჩავატარებთ. ჩვენი მიზანია, 2023 წლისთვის თურქეთისათვის 70 მილიარდი დოლარის ტურიზმის შემოსავლების მოტანა"- აღნიშნა მინისტრმა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები