თურქული პრესა 27.05.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1208737
თურქული პრესა 27.05.2019

                                     

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, რომ თურქული წარმოების ელექტრო მანქანის გაყიდვას, რომლის პროტოტიპი ფაქტიურად უკვე მზად არის, 2022 წლიდან გეგმავენ. მისივე თქმით, თურქული ელექტრომობილის ფასი გლობალური კონკურენციის ფასების ფარგლებში იქნება და ერთ დატვირთვაზე იგი 500 კილომეტრის მანძილს გაივლის

Haber Türk-ის ეკონომიკური მიმომხილველი ტურიზმის სეზონის დაწყებას ეხება და წერს, რომ რამაზან ბაირამობის 9 დღემდე გაზრდამ, შიდა ტურიზმიც გამოაცოცხლა და ხმელთაშუაზღვისპირეთის კურორტებში დაჯავშნული ადგილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა რა, მრავალ სასტუმროებში თავისუფალი ადგილები აღა დარჩა. ასე რომ, ივნისის პირველსავე დღეებიდან, მრავალი სასტუმროს სისავსემ 100%-ს მიაღწია, რამაც ძალზედ გაახარა სექტორის წარმომადგენლები, რამეთუ უცხოელების მხრიდან წელს დაჯავშნული ადგილებიც, გასული წლისაზე საკმარისად მეტია

“სუმელას მონასტერი ტურიზმისათვის გაიხსნა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი და მასში ვკითხულობთ: ტრაპიზონის მახლობელ მაჩკას რაიონის ალთინდერეს ხეობაში მდებარე და კლდეში გამოკვეთილი სუმელას მონასტერი, 4 წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გუშინ ტურისტებისათვის გაიხსნა. ამავე სტატიით, ჯერ ჯერობით მხოლოდ მონასტრის პირველი ეზო გადაეცა ექსპლოატაციაში და აქ, ადგილობრივ ტურისტებთან ერთად, ათასობით  უცხოელ ტურისტსაც ელიან

Yeni Şafak-ი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩატარებულ საერთაშორისო გამოფენა,  "21-ე მებაღეობა EXPO“-ს აშუქებს და წერს, რომ ამ გამოფენაზე დიდი ადგილი დაეთმო თურქულ სტენდს, რომელსაც ყოველდღიურად 100 ათასზე მეტი მოზიარე ჰყავდა და ამან გაზარდა რა ჩინელების ინტერესი თურქეთისადმი, ამიტომაც, წელს, წინა წლებთან შედარებით უფრო მეტ ჩინელ ტურისტს ელიან თურქეთში

საინტერესო ინფორმაციას აწვდის მკითხველს Star-ი კულტურის გვერდზე. ამ ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის არმიის მიერ სირიის ჩრდილოეთში ჩატარებული “ევფრატის ფარის“ და “ზეთისხილის რტოს“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად, ქურთი ტერორისტებისაგან გაწმენდილ და ამჟამად უსაფრთხო ზონად გამოცხადებულ ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის ქალაქ გაზიანთეფის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნება და მასში საბაკალავრო და სამაგისტრო განათლებას მისცემენ სირიელ სტუდენტებს



მსგავსი ინფორმაციები