თურქული პრესა 22.05.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1205974
თურქული პრესა 22.05.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან (İSG) ამ ზაფხულზე გასახსნელი 7 მიმართულებით მათი მთლიანი რაოდენობა 128-მდე გაიზრდება. სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ავიახაზები „პეგასუსი“ 28 მაისიდან საუდის არაბეთის დედაქალქ რიადში ყოველდღიურად ორმხრივად, 29 ივნისიდან ჰოლანდიის ქალაქ ეინდჰოვენში კვირაში სამი სიხშირით, 1 ივლისიდან ინგლისი ქალაქ მანჩესტერში კვირაში ხუთი სიხშირით და იტალიის ქალაქ ვენეციაში კვირაში ოთხი სიხშირით, 8 ივლისიდან მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში კვირაში 4 სიხშირით ფრენებს დაიწყებს.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, სამხრეთ ეგეოსის ზღვაში „ზღვით მოგზაურობის“ შევსების დონემ 100%-ს მიაღწია. მოტორიზებულ იახტებთან და ნავებთან ერთად მცურავ ხის სასახლედ წოდებული ყველა გულეტი რამაზანის ბაირამზე, რომელიც 4 ივნისს დაიწყება, ტურებში გაემგზავრება.

ჩინური ინტერნეტ ვაჭრობის გიგანტის Alibaba-ს გადახდის პლატფორმა Alipay თურქეთში იწყებს ფუნქციონირებას - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. ამისათვის Alipay-სა და გადახდის ახალი თაობის პლატფორმას ininal-ს შორის შეთანხმება მოხდა და Alipay-მ თურქეთში ჩინელი ტურისტების მომსახურება დაიწყო.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, თურქეთის ავიახაზები (THY), სადაც 66 ათასამდე ადამიანი დასაქმებული, 2019 წლისათვის კიდევ დაახლოებით 8 ათას 430 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. თუმცა თურქეთის ავიახაზებმა დაგეგმილზე მეტი, პირველ ხუთ თვეში 4 ათას 600 პერსონალი მიიღო. განსაკუთრებით ზაფხულის თვეების ინტენსიურობის და ფლოტში ჩასარიცხი ახალი თვითმფრინავების ჩამოსვლით პერსონალის საჭიროება გაიზრდება. დამატებით სამუშაო ადგილებთან ერთად წელს დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდული იქნება და 10 ათასს მიაღწევს.

და ბოლოს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამსახურის მიერ, არა გიულერის მუზეუმთან და არქივისა და კვლევის ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელებული „არა გიულერის გამოფენა“ გასულ წელში გარდაცვლილი ცნობილი ფოტოხელოვანისა და ფოტო რეპორტიორის არა გიულერის ნამუშევრებს ხელოვნების დედაქალაქებში გამოფენს. აპრილში ლონდონის სააჩის გალერეაში გახსნილი გამოფენა, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია, 23 მაისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარე პოლკას გალერეაში გადაინაცვლებს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები