თურქული პრესა 20/05/2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1204243
თურქული პრესა 20/05/2019

მიმოხილვას ვიწყებთ, გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვის მრეწველობის თავჯდომარე, ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ ‘ეროვნული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავი’, რომელიცF-16-ებს ჩაანაცვლებს, 2023 წელს გამოვა ანგარიდან.

„თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საკუთარი უფლებების ძიებას გააგრძელებს“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ძლიერი თურქეთის მიზნებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებენ. „ჩვენ თუ ერთად ვიდგებით, ვერავინ შესძლებს ჩვენ დასახულ მიზნებს დაგვაშოროს. ამ თვალსაზრისით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის უფლებებს ვიცავთ და სამომავლოდაც დავიცავთ,“ განაცხადა ფათიჰ დონმეზმა.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ 2018 წლის მარტის თვეში თურქეთში 835 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა. 2019 წლის ამავე პერიოდში კი 820 მილიონი. ამ ორი წლის განმავლობაში აზიიდან თურქეთში 466 მილიონი, ევროპიდან 342, ამერიკიდან 10, ხოლო აფრიკიდან 2 მილიონი დოლარის ღირებულების პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანმა განაცხადა, რომ თურქეთს შეუდარებელი ისტორია და კულტურა გააჩნია. მისივე თქმით,  ისტორია, რომელიც კაცობრიობასაც ნათელს ჰფენს, მის დასაცავად და კულტურული თვალსაზრისით  გამოსაყენებლად ყველა საჭირო ნაბიჯს დგამენ.

გაზეთი „Hürriyet“-ი იტყობინება, რომ ინგლისი ქალაქ მანჩესტერში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ტაეკვონდოში მოასპარეზე თურქი, ირემ იამანი 62 კგ. კატეგორიაში ბრაზილიელ, კაროლინა სანტოსს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 21-7 დაამარცხა რა, ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები