თურქული პრესა 16.05.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1202219
თურქული პრესა 16.05.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და უზბეკეთის პრეზიდენტს შავქათ მირზოევს. პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით, სატელეფონო საუბრების დროს განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთისგან S-400-ების შეძენის გადადება ან შეჩერება არ მოხდება. მან პასუხი გასცა S-400-ების ჩაბარების გადავადების თაობაზე გავრცელებულ ცნობებს და დასძინა: „გადავადება ან შეჩერება დღის წესრიგში არ დგას. დამთავრებული შეთანხმებაა, რატომ უნდა ვისაუბროთ გადავადებაზე?“

კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, მეჰმედ ნური ერსოის განცხადებით, აპრილის თვეში თურქეთში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა - წერს გაზეთი „სტარი“. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ტურისტი 48% გერმანიიდან ჩამოვიდა.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, თურქეთიდან წლის პირველ ოთხ თვეში 118 ქვეყანაში 622 მილიონ 463 ათას 509 დოლარის ხილ-ბოსტნეული იქნა ექსპორტირებული. აღნიშნულ პერიოდში 184 მილიონ 157 ათას 451 დოლარით ექსპორტში პირველი ადგილი რუსეთს უკავია.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ მაროკოში ნაჩვენებს თურქულ სერიალებს რეიტინგებში ყველაზე მაღალი ადგილები უკავიათ. ქვეყნის ადგილობრივი არხების რეიტინგების დამთვლელი ორგანიზაცია Maroc Metri-ის წერილობითი განცხადების მიხედვით, (სამთავრობო) სატელევიზიო არხის Kanal 2-ით ნაჩვენებმა სერიალმა "Beni Affet" რამაზანის თვეში ყველაზე ყურებად სერიალებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები