თურქული პრესა 15.05.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1201698
თურქული პრესა 15.05.2019

                                

   

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ასად ბაშარის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმებით, სოჭის მემორანდუმი ირღვევა. თურქმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გუშინ საღამოს გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა: “რეჟიმის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმებით, სოჭის მემორანდუმი აშკარად ირღვევა, რაც ეწინააღმდეგება ამ მემორანდუმის სულს, თანაც მაშინ, როცა ძალიან ახლოს ვართ სირიაში ყველა მხარის მონაწილეობით საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის საკითხში“

“თურქული ნაკადით ბუნებრივი აირის მიწოდება 31 დეკემბერს დაიწყება“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: რუსეთის ენერგეტიკული კომპანია "გაზპრომის" ვიცე-თავმჯდომარემ ვიტალი მარკელოვმა განაცხადა, რომ თურქული ნაკადის მილსადენის პროექტის ფარგლებში პირველი რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებას, მიმდინარე წლის 31 დეკემბერში აპირებენ. “ორი მილსადენისგან შემდგარი თურქული ნაკადით, თვით თურქეთის მოთხოვნილებაც იქნება უზრუნველყოფილი და სამხრეთ ევროპის ქვეყნებისაც“, განაცხადა მარქელოვმა, წერს ვათანი

Hürriyet-ი ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის ტურისტული სააგენტოები ასოციაცია, TÜRSAB-ის თავჯდომარე ფირუზ ბაღლიქაიასთან, რომლის განცხადებითაც ეგეოსის ზღვის პირას

მდებარე საკურორტო ქალაქი ბოდრუმი, უკვე მსოფლიო  ტურისტული ცენტრი ხდება და ამიტომ აქ ამ ზაფხულს ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობაში მკვეთრ ზრდას ელიან, რის იმედს იძლევა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობა, რომელიც რამდენჯერმე აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდში ჩამოსულთა რაოდენობას

Yeni Şafak-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთში ელექტროენერგიის წარმოებას აშუქებს და აღნიშნავს, რომ გასულ წელს 1085 ათასი მეგავატის ახალი სიმძლავრე შეემატა რა, ამით თურქეთმა ჰიდროელექტროსადგურების შესაძლებლობების გაზრდის მხრივ მსოფლიო რეიტინგში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. მისივე თქმით, გასულ წელს, 48 ქვეყანამ, მთლიანობაში 21800 მეგავატი სიმძლავრის ახალი ჰიდროელექტრო ენერგია აწარმოა

Haber Türk-ი კულტურის გვერდზე პოპ მუსიკის და ლათინური მუსიკის მოყვარულებს სასიამოვნო ინფორმაციას აწვდით, რომლის მიხედვითაც, ლათინური მუსიკის მსოფლიოში განთქმული შემსრულებელი ჯენიფერ ლოპესი  6 აგვისტოს, ანტალიის სარიქის რაიონში კონცერტს გამართავს და სიმღერებს შეასრულებს როგორც ახალი, ასევე ძველი რეპერტუარიდანაც

 



მსგავსი ინფორმაციები