თურქული პრესა 14/05/19

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1200649
თურქული პრესა 14/05/19

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით რომელშიც ვკითხულობთ: მსოფლიოს მასშტაბით მაღალი თვისებების მქონე,  საზღვაო რაკეტა სახელწოდებით „Atmaca“  (მიმინო)  რომლის სერიული წარმოებისათვის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, 1-1,5 წელიწადში საბრძოლო გემებზე დამონტაჟება დაიწყება. თანამედროვე აღჭურვილობით წარმოებული მართვადი რაკეტის გამოყენება ყველანაირ ამინდში  იქნება შესაძლებელი.  

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ თურქეთის ავიახაზებმა, (THY)  მგზავრების მიერ მობილური აპლიკაციის მეშვეობით    2018 წელს 4,1 მილიონი ბილეთი გაყიდა.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ თურქეთმა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში ქიშმიშის ექსპორტი უკვე დაიწყო. თურქეთი  ქიშმიშის ექსპორტს როგორც ჩინეთში,  ასევე იაპონიაშიც ახორციელებს.

გაზეთი „Sabah“-ი იტყობინება, რომ რუსები კულტურული ტურების თვალსაზრისით საზღვარგარეთ ყველაზე დიდ უპირატესობას ანტალიას ანიჭებენ.  კულტურული ტურებით ანტალიაში ჩამომსვლელი რუსი და სხვა ქვეყნის ტურისტები უპირატესობას, ქალეიჩის უბანს ანიჭებენ, რომელიც ვიწრო ქუჩებით, ხის სახლებით და სხვა ორნამენტებით ერთგვარ მისტიკურ გარემოს ქმნის.

გაზეთი „Vatan“-ი იტყობინება, რომ წარმოშობით გერმანელი და მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე დევიდ გარეტი მიმდინარე წლის 21 სექტემბერს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, სტამბოლში კონცერტს გამართავს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები