თურქული პრესა 09.05.2019

თურქული პრესის მიმოხილვა

1197981
თურქული პრესა 09.05.2019

 

თურქული პრესის მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, Türksat-ის გენერალურმა დირექტორმა ჯენქ შენმა განაცხადა, რომ თანამგზავრ Türksat 5A-ს მომდევნო წლის მეორე კვარტალში გაუშვებენ კოსმოსში. შენის თქმით, თანამგზავრ Türksat 5A-ს 31 გრადუსის აღმოსავლეთ ლოკაციაზე ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდაში მდებარე სადგურიდან გატყორცნიან კოსმოსში.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ანტალიამ გასულ წელში ორი აეროპორტის და ტრანსფერის ვიზიტორებთან ერთად მთლიანობაში 13 მილიონ 591 ათას 17, 5 რაიონში საკრუიზო პორტებში 51 ათას 835, მთლიანობაში 13 მილიონ 642 ათას 852 ტურისტს უმასპინძლა. 2018 წელში 2017 წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, 2019 წელში კი გამიზნულია 16 მილიონი უცხოელი ტურისტის მიღება. ქალაქში 2019 წლის პირველ ოთხ თვეში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტი 1 მილონ 560 ათას 862 ტურისტი ჩავიდა.

თურქეთმა ბოლო პერიოდში ტერორისტული აქტების დროს ხშირად გამოყენებული საჰაერო აპარატების, რომელზედაც ასაფეთქებელია დამონტაჟებული და ხელნაკეთი ასაფეთქებლების გასანეიტრალებლად მსოფლიოში საკმაოდ ინოვაციური მართული ენერგო იარაღის სისტემა (YESS) „ალკა“ შექმნა - წერს გაზეთი „საბაჰი“. თურქეთის რაკეტის სფეროში ლიდერმა კომპანიამ ROKETSAN-მა Alka YESS-ი სტამბოლში რიგით 14-ე თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოადგინა. Alka-მ ტესტირების კადრებში ხელნაკეთი ასაფეთქებელი, უსაფრთხოების დამრღვევი დრონი, საბრძოლო მასალის გადამზიდი დრონი და ჯაშუში დრონი წარმატებით გაანადგურა.

გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მსოფლიოს ბევრ აეროპორტში გამოყენებული თითის ანაბეჭდებით და სახის ამოცნობით საპასპორტო შემოწმების გავლის უზრუნველმყოფი ბიომეტრული ავტომატური გავლის სისტემის საცდელი ვერსია საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში ამოქმედდება. აეროპორტის მენეჯმენტისა და უსაფრთხოების გენერალური სამმართველოს მიერ ერთობლივად შექმნილი ბიომეტრული ავტომატური გავლის სისტემით მგზავრები სისტემაში რეგისტრირებული თითის ანაბეჭდებითა და სახით საპასპორტო კონტროლის გავლას 18 წამში შესძლებენ.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ ცნობილი რეჟისორი ფერჰან ოზფეთექი იტალიის ქალაქების ლეჩესა და ნაპოლის შემდეგ პალერმოს მერიამ საპატიო მოქალაქედ გამოცხადა, პალერმოს უნივერსიტეტმა ოზფეთექს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, სალენოს უნივერსიტეტმა კი ფერჰან ოზფეთექი „კულტურის ელჩად“ დანიშნა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები