თურქული პრესა 08.05.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1197335
თურქული პრესა 08.05.2019

                                    

                        

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, რ.თ. ერდოღანი, გუშინ სიტყვით გამოვიდა სამართლიანობის და განვითარების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე, რის დასრულების შემდეგ იგი ჟურნალისტებს შეხვდა. მათთან საუბრისას პრეზიდენტმა შეფასება მისცა რა სამუდამო პატიმრობა მისჯილ ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ლიდერთან, მისი ადვოკატების შეხვედრას და ამის გამო დაწყებულ კამათებს, თქვა, რომ  ისინი არ აპირებენ ქურთ სეპარატისტებთან ახალი სამშვიდობო პროცესის დაწყებას. მსგავსი წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა ასევე პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმაც და ხაზი გაუსვა, რომ ადვოკატების შეხვედრა პკკ-ას ლიდერთან, სამართლებრივი პროცედურის მეტს არაფერს წარმოადგენს

Haber Türk-ი, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებას ანთავსებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ანკარა ვალდებულია დაიცვას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული თავისი უფლებები და მის ფარგლებში გააგრძელოს ხსენებულ რეგიონში საბურღი სამუშაოები. "თურქეთის მხრიდან თავის კუთვნილ კონტინენტურ შელფში წარმოებული საბურღი სამუშაოების მიმართ რეგიონის და უცხო ქვეყნების მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ვერ მიიღებს, რადგან, ამ რეგიონში წარმოებული ყოველგვარი სეისმური და ბურღვითი სამუშაოები ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში“, ნათქვამია თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, აღნიშნავს ჰაბერთურქი

“თურქი სამხედროებისათვის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების ტრენინგი იწყება", ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Star-ი და მასში ვკითხულობთ: რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა დიპლომატიურ წყაროებს, მაისის თვის ბოლოს, დაახლოებით 100 თურქი სამხედრო, რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენების შესწავლის მიზნით 5 თვიან ტრენინგებს გაივლის. ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით ხსენებულ თავდაცვის სისტემებს რუსეთი თურქეთს ივლისის თვიდან მიაწვდის

Yeni Şafak-ი იტყობინება, რომ თურქი ახალგაზრდების ახალი გამოგონება უზრუნველყოფს უწყლო სოფლის მეურნეობის განვითარებას. “ცენტრალური ანატოლიის კონიის ოლქი ცნობილია გვალვებით და აი ადგილობრივმა სამმა ახალგაზრდამ, წყლის პრობლემების მოგვარების მიზნით შეიმუშავა ე.წ. "ეკობოქსის" სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა უწყლო სოფლის მეურნეობის განვითარებას, განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულის მოყვანის საქმეში. ამ სისტემით, ერთის მხრივ ხის ნერგები და ბოსტნეულის ჩითილები თუ თესლები იზრდებიან მხოლოდ 16 ლიტრი წყლის გამოყენებით, ხოლო მეორეს მხრივ, ფესვები მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ეს იქნება უდაბნო, გვალვიანი თუ ქვიან-მთიანი ადგილები, აღწევენ მიწის სიღრმეში არსებულ წყალს. ამ სისტემაზე უკვე საზღვარგარეთიდანაც დიდი მოთხოვნებია, წერს გაზეთი იენი შაფაკი



მსგავსი ინფორმაციები