თურქული პრესა 30/04/19

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1192355
თურქული პრესა 30/04/19

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-ს მიერ სირიაში ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად შესაძლო ოპერაციების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „ჩვენი სამხედრო შენაერთები  მზად არიან. რაც შეეხება სირიის ჩრდილოეთში ჩამოსაყალიბებელი ბუფერული ზონის საკითხთან დაკავშირებით, აშშ-სთან მოლაპარაკებები გრძელდება. მათი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი შეფასება ჯერ არ მოსულა.“

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ საერთაშორისო  გეოპოლიტიკური ფიუჩერების დამფუძნებელმა ჯორჯ  ფრიდმანმა თურქეთის სახელმწიფო ტელევიზია TRT World-ს ინტერვიუ მისცა, რა დროსაც აღნიშნა, რომ თურქეთს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ამ რეგიონში  ყოველთვის  ჰქონდა გავლენა და ახლაც აქვს. ამიტომ, სირიაში და სხვა რეგიონებში თურქეთის პოზიციების გაუთვალისწინებლად ნებისმიერი სახის ოპერაციის ჩატარება წარუმატებელი იქნება.

გაზეთ  „Hürriyet“-ის მიხედვით, თურქეთმა ინტენსიური მუშაობების შედეგად მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად „აირტურბინული ძრავა“ დაამზადა. პრეზიდენტის დეპარტამენტზე დაქვემდებარებული თავდაცვის მრეწველობის მიერ წარმოებულმა KTJ-3200-ის სახელწოდების აირტურბინული ძრავამ ტესტირება წარმატებით  გაიარა. აღნიშნული ძრავა როგორც ქვეყნის შიდა პროდუქციისათვის იქნება გამოყენებული,  ასევე ექსპორტზეც გავა.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ მსოფლიოში მრავალი წამყვანი ავიაკომპანია, სტამბოლის აეროპორტში ფრენების დაწყებისათვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მათ შორის არიან იაპონიის, ჩინეთის, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების ავიაკომპანიები.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ თურქმა მეცნიერებმა ქალაქ ქუთაჰიაში წარმოებული კვლევების შედეგად სახსრების ტკივილების განსაკურნებლად მოცხარის გლუკოზამინი დაამზადეს, რომლის მოთხოვნები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან უკვე მიიღეს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები