თურქული პრესა 24/04/19

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1188846
თურქული პრესა 24/04/19

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით რომელშიც ჩავუშოღლუს განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშღლუმ განაცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან ირანის მიმართ ნავთობთან დაკავშირებით 8 ქვეყანაზე მათ შორის თურქეთზე დაწესებულ სანქციების მოუხსნელობის წინააღმდეგი არიან. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგია,  ევროკავშირიც.  

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ჰაკურეკის რეგიონში მორიგი საჰაერო ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც PKK-ს ტერორისტების   თავშესაფარი,  იარაღის საწყობი და სხვა სამიზნეები მთლიანად იქნა განადგურებული.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ პრეზიდენტის სასახლეში, 23 აპრილი ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღესასწაულის ფარგლებში   განათლების მინისტრი ზია სელჩუკი და თანმხლები დელეგაცია მიიღო. პრეზიდენტმა ბავშვებისადმი  მიმართვის დროს მათ მოუწოდა, რომ ეროვნული სუვერენიტეტის მოპოვების პროცესი არასოდეს დაივიწყონ და ოცნებების აღსასრულებლად ყველა ლეგიტიმური ძალა გამოიყენონ.

გაზეთი „Haber Türk“-ის მიხედვით, თურქული ფირმების მიერ ბოლო წლებში წარმოებული უსაფრთხოების მოწყობილობები საზღვარგარეთის ქვეყნებშიც დიდი უპირატესობით სარგებლობენ. თურქული ფირმების მიერ წარმოებული კარის დეტექტორები ინგლისის და გერმანიის ციხეების ჩათვლით აეროპორტებში, იუსტიციის სახლებში, მუზეუმებში და სხვა მნიშვნელოვან დაწესებულებებში ძალზედ  მოთხოვნადი გახდა.  

„ანკარა-ბაქოს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ავიახაზებმა (THY) ანკარა-ბაქოს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო.  ანკარიდან ბაქოში გაფრენილი პირველი რეისისათვის ჰაიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში სპეციალური მიღება მოეწყო, რომელსაც, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნადირ ჰუსეინოვი,  თურქეთის ელჩი ბაქოში, ერქან ოზორალი და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები