თურქული პრესა 11/02/19

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1142592
თურქული პრესა 11/02/19

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით რომელშიც ვკითხულობთ: სტამბოლში, თაქსიმის მოედანზე ახალი, ათათურქის სახელობის კულტურის ცენტრის (AKM)  მშენებლობის ფუნდამენტის ჩაყრის ცერემონია გუშინ პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანდასწრებით გაიმართა. ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ათათურქის კულტურის ცენტრი ერთგვარი გამარჯვების ძეგლი იქნება. მისივე თქმით ახალი ცენტრი, 95 ათას 600 კვადრატული მეტრის დახურული სივრცის მქონე 5 სხვადასხვა ბლოკისაგან იქნება გაერთიანებული რა, მისი მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება.

გაზეთი „Vatan“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „თურქეთ-რუსეთს შორის  განათლების სფეროში მნიშვნელოვანი  პარტნიორობა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთ-რუსეთს შორის ერთობლივი უნივერსიტეტის ჩამოყალიბების დეტალები ცნობილი ხდება. პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გასული წლის, აპრილის თვეში რუსეთში ვიზიტის დროს თავის კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან, თურქეთ-რუსეთის ერთობლივი უნივერსიტეტის ჩამოყალიბება დადგა დღის წესრიგში. ორი ქვეყნის ერთობლივი უნივერსიტეტი შესაძლოა, სტამბოლში ან  ანტალიაში გაიხსნას.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ ათათურქის, საბიჰა გოქჩენის  და სტამბოლის აეროპორტიდან მიმდინარე წლის იანვრის თვეში,  შიდა და საზღვარგარეთულ ფრენებზე მგზავრთა რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდის მიხედვით 68%-ით გაიზარდა.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, 2018 წელს გამხმარი ხილის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 8,5%-ით გაიზარდა რა, 1 მილიარდ 388 მილიონ დოლარს მიაღწია. თურქეთიდან ყველაზე მეტი გამხმარი ხილის ექსპორტი გერმანიაში, ინგლისში და  იტალიაში  ხორციელდება.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ გასულ წელს,  თურქეთის სასათბურე ყვავილების ინდუსტრიამ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 100 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელა. მიმდინარე წელს კი ამ რიცხვის 125 მილიონ დოლარამდე გაზრდა იგეგმება. მაშინ როდესაც თურქეთიდან წინა წლებში ყველაზე მეტი ყვავილის ექსპორტი ჰოლანდიაში და ინგლისში ხორციელდებოდა, ბოლო წლებში უზბეკეთშიც საგრძნობლად გაიზარდა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები