თურქული პრესა 08.02.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1141254
თურქული პრესა 08.02.2019

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak -ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქმა გამანადგურებლებმა, გუშინ საღამოს, მორიგი რეიდი განახორციელეს ჩრდილოეთ ერაყის მეთინასა და ზაპის მაღალმთიანეთში, სადაც თავს აფარებენ ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სეპარატისტები და მიწასთან გაასწორეს მათი კუთვნილი გამოქვაბულები, ბუნკერები, საცეცხლე წერტები და არსენალები

Star-ი გერმანულ ჟურნალ Spiegel-იდან გადმოთარგმნილ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საბერძნეთის პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასის თურქეთში ვიზიტია გაშუქებული. მასში ხაზგასმულია, რომ თურქეთ-ევროკავშირს შორის 2016 წელს ხელმოწერილი რეადმისიის  შეთანხმების შემდეგ, თურქეთიდან ევროპაში გადმოსულ იმ არალეგალ მიგრანტთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, რომლებიც უმეტესად ეგეოსის ზღვით ჯერ საბერძნეთში ჩამოდიოდნენ, იქიდან კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადადიოდნენ, ამიტომაც საბერძნეთის ეგეოსის ზღვაში მდებარე მრავალი კუნძული არალეგალთა ბანაკებად, უფრო სწორედ საპყრობილედ გადაიქცა, სადაც მათ არაადამიანურად ექცევიან, თუმცა, ისინი მათთვის პლაცდარმებს წარმოადგენდნენ სხვადასხვა ქვეყნებში გადასასვლელად. ასე რომ, თურქეთი თუ გამოვა ამ შეთანხმებიდან, საბერძნეთის მიდილლის, ჩიოსის, კოსტას და სხვა კუნძულებზე მდგომარეობა კონტროლიდან გამოვა და კატასტროფის პირისპირ დადგებიან, წერს გერმანული შპიგელი

“თურქი ცოლ-ქმარის დიდი წარმატება“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Hürriyet-ში და მასში ვკითხულობთ: აშშ-ში მცხოვრებმა ორმა თურქმა ცოლ-ქმარმა  მეცნიერმა დიდ წარმატებს მიაღწიეს. მასაჩუსეტსის მთავარი საავადმყოფოს მკვლევარმა მეცნიერმა, გენეტიკოსმა მიჰრიბან ილდირიმმა მოახერხა სწრაფად ვრცელებადი ძუძუს კიბოს  მკურნალობის რეზისტენტული უჯრედების ტიპების და მისი გამოწვევი მექანიზმის აღმოჩენა, ხოლო მისმა მეუღლემ, ინჟინერ-მექანიკოსმა მურატ ილდირიმმა გამოიგონა მიკროსკოპი, რომელსაც შეუძლია ტვინის უჯრედები მაღალი ხილვადობით აჩვენოს

Haber Türk-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ  თურქეთის სიდიდით მეორე აეროპორტმა, სტამბულის საბიჰა გოგჩენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 2018 წელს მომსახურება გაუწია 34 მილიონზე მეტ მგზავრს და ამ ციფრით ევროპის რიგით მე -12 უდიდესი აეროპორტი გახდა, როცა იგივე აეროპორტი 2017 წლის მონაცემებით მე-14 ადგილზე იყო



მსგავსი ინფორმაციები