თურქული პრესა 06.02.3019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1139756
თურქული პრესა 06.02.3019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მისი პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სირიაში განვითარებულ მოვლენებს შეეხო და განაცხადა: „თუ ამერიკის შეერთებული შტატები მოცემულ პირობას არ შეასრულებს და რამდენიმე კვირაში ტერორისტების იმ რეგიონიდან (მანბიჯიდან) გასვლას არ უზრუნველყოფს, შედეგი რაც არ უნდა იყოს ნაბიჯს გადავდგამთ.“

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცივილიზაციათა ალიანსის უმაღლესმა წარმომადგენელმა მიგელ მორატინოსმა აღნიშნა: "რომ არა თურქეთი, ცივილიზაციათა ალიანსი ვერ იარსებებდა. თურქეთი არის მუდმივი წევრი, რომელიც ალიანსის მუშაობის გაგრძელების ერთგული მომხრეა“.

ზამთრის ტურისტული ცენტრის ერზრუმის მშვიდ ქალაქად აღიარებულ უზუნდერეს რაიონში მდებარე ჩანჩქერის გაყინვის გამო ყინულის მასის სიმაღლემ 300 მეტრს მიაღწია - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. ყინულის მასები, ყინულზე ცოცვისათვის მსოფლიოში ალტერნატიული მარშრუტების მაძიებელ ალპინისტების უნიკალურ მარშრუტებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს.

„ვათანი“-ს ცნობით, რუსი მოდელი ქეით გრიგორიევა დღეს გასამართი გამოფენა Linexpo Istanbul-ში მონაწილეობის შემდეგ მოსკოვში არ დაბრუნდება. მოდელი სტამბოლში ხუთი დღის განმავლობაში დარჩება, ტურისტულ ცენტრებს მოინახულებს და თურქულ კერძებს დააგემოვნებს.

და ბოლოს გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, ტურიზმში ანტალიაში 2018 წელი საუკეთესო პერიოდი იყო. იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53.8 პროცენტით მეტი 142 ათას 297 ტურისტი ჩავიდა და ყველა დროის რეკორდი დამყარდა. ე.წ. "მკვდარი სეზონის" რეკორდული (ტურისტების ზრდა) ზრდა დიდ იმედს იძლევა ტურისტული სეზონის 12 თვეზე გავრცელების კუთხითაც.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები