თურქული პრესა 05.02.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1138941
თურქული პრესა 05.02.2019

       

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის ტელე რადიო მაუწყებლობა  TRT/თრტ-მ, 2 თებერვალს დოკუმენტური ფილმი აჩვენა, რომელშიც ესადის რეჟიმის თავდასხმის შედეგად ერთი ფეხ დაკარგული და ოჯახ ამოწყვეტილი სირიელი ლტოლვილი პედაგოგის, ამჟამად თურქეთის ერთ ერთ ლტოლვილთა ბანაკში მასწავლებლად მომუშავე სირიელი ფიდა ჰასანის ცხოვრებას ეხება. “თურქები ძალიან გულღია ხალხი არიან, ამასთან მეგობრულები და კეთილებიც არიან. დაჩაგრულებს ყველგან და ყველაფერში ეხმარებიან. თურქებს რომ ვხედავ, ვგრძნობ, რომ ამ ქვეყნად ადამიანობა და სიკეთე ჯერ კიდევ არ დაკარგულა“, ამბობს ხეიბარი სირიელი ლტოლვილი პედაგოგი, წერს ვათანი

Sabah-ი ინტერვიუს აქვეყნებს თავდაცვის მრეწველობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერდარ დემირელთან, რომლის თქმითაც, ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთის თავდაცვის მრეწველობაში გატარებული რიგი რეფორმების შედეგად, ეს სფერო ძალზედ განვითარდა და დღეს მსოფლიოში მე-10 ადგილზეა. “დღეს ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ტანკებს, მოიერიშე ვერტმფრენებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ჰაუბიცებს, ვმონაწილეობთ ფანტომების პროექტში, ვარემონტებთ  საბრძოლო თვითმფრინავებს და ა.შ. ამით ჩვენი ქვეყნის სამხედრო სფეროში დამოკიდებულება უცხოეთზე  დღითიდღე მცირდება“, ხაზი გაუსვა დემირელმა, წერს საბაჰი

“ზირაათ ბანკი მსოფლიო ბრენდი გახდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: მსოფლიოს წამყვანი მარკების შემფასებელი კომპანიის, Brand Finance-ს მიერ გამოქვეყნებული, მსოფლიოს ყველაზე მოწინავე 500 ბანკის სიაში, თურქული ბანკი “ზირაათ ბანკი"-ც შევიდა და მას სოციალურ ქსელ ტვიტტერით გავრცელებულ მილოცვის მესიჯში ახალი წარმატებები უსურვა ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა

Yeni Şafak-ი იუწყება, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი რეჟისორისა და პროდიუსერის, რიდლი სკოტის მხრიდან თურქეთის საჰაერო ფლოტის, THY-ს შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი სარეკლამო ფილმის, "მოგზაურობის" 30-წამიანი ვერსია, რომელშიც თურქეთის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზეა საუბარი, მსოფლიოს ყველაზე სასურველ სპორტულ ღონისძიებაზე, ამერიკული ფეხბურთის ფინალურ მატჩზე, Super Bowl-ის შესვენებაზე იქნა ნაჩვენები

Hürriyet-ი, კულტურის გვერდზე მუზეუმებით და გასტრონომიით განთქმულ თურქულ ქალაქ გაზიანთეფის ბრინჯაოს ეპოქიდან შემორჩენილ სამარხებზე წერს და ხაზს უსვამს, რომ ამ მძიმე წონიანი ლოდებისგან შემდგარი სამარხების რესტავრაცია დასრულდა და ამ ზაფხულს უკვე ტურისტებისთვის ღია იქნებიან.   



მსგავსი ინფორმაციები