თურქული პრესა 30.01.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1135629
თურქული პრესა 30.01.2019

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც,  საერთაშორისო გარემოს დაცვის, ენერგეტიკის გამოფენისა და კონფერენციის (ICCI) გენერალურმა მენეჯერმა ფერაიე გურელმა განაცხადა, რომ თურქეთი ენერგეტიკულ ბაზარზე, ამჟამად დიდი ცვლილებებს და ტრანსფორმაციას ახორციელებს. “მართალია თურქეთში ელექტროენერგიის წარმოების კუთხით ინვესტიციები წინა წელთან შედარებით ამ პერიოდში შემცირდა, მაგრამ, სამაგიეროდ ახალი ინვესტიციები გაგრძელდა უფრო ციფრულ, ინოვაციურ და ეფექტურობაზე ორიენტირებულ მოდელებზე, ე.ი. ინვესტიციების ფორმა შეიცვალა“, განაცხადა გურელმა, წერს ჰაბერთურქი.

Vatan-ი იუწყება, რომ პირველად მსოფლიოში, ბორის მადნეულში გაგრილების ფუნქციის შემცველი ცეცხლის ჩამქრობი ფხვნილი თურქეთში იქნა წარმოებული. მისი პატენტის იზმირში ამღებელი ფირმის მხრიდან წარმოებული ცეცხლის ჩამქრობი ფხვნილი მთლიანადა ადგილობრივია, ეროვნულია, არა კანცეროგენულია და რაც მთავარია, პირველ მყარი გაგრილების ტექნოლოგიას წარმოადგენს. ამ ადგილობრივი ფხვნილის გამოგონებით, თურქეთი უცხოეთიდან აღარ შემოიტანს დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ცეცხლის ჩამქრობ იმპორტულ ფხვნილს, ხაზს უსვამს ვათანი

“F-35 ტიპის გამანადგურებლებს ესკიშეჰირში გაარემონტებენ“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ ამიერიდან უცხოეთიდან იმპორტირებულ F-35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს რემონტი, ქალაქ ესკიშეჰირის საავიაციო ქარხანაში ჩაუტარდებათ. “თურქეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ 100-ზე მეტი F-35 ტიპის თვითმფრინავს შეიძენს და ამიერიდან მათი ყველანაირი ტექნიკური მომსახურება და რემონტი ესკიშეჰირში იქნება გაწეული“, განაცხადა აქარმა

Star-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ მსოფლიო მრავალი სახელმწიფო, მანქანებში გამოყენებულ წამყვან ექსცენტრიულ ლილვებს ჩინეთისგან ყიდულობს, ხოლო ჩინეთი კი თურქეთისგან. ხსენებულ ნაწილებს თურქეთის ქალაქ სივასში, 6000 კვადრატული მეტრის მქონე დახურულ ტერიტორიაზე მოქმედ ახალი ქარხანაში აწარმოებენ. ამ ქარხანაში, სადაც დაახლოებით 100 ადამიანია დასაქმებული, მოწინავე ტექნოლოგიით და რობოტების მიერ წარმოებული ლილვების ჩინეთში ექსპორტი ხდება და ის კი მსოფლიოს აწვდის. ვოლვოსთან გაფორმებული შეთანხმებით, თურქული კომპანია, ჩინეთში წელიწადში 350,000 ცალ ექსცენტრიულ ლილვს მიჰყიდის, წერს სტარის მიმომხილველი

Sabah-ის მიხედვით კი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის იხსნება ართვინის ოლქის არტანუჯის რაიონში მდებარე ე.წ. ჯოჯოხეთის ხეობა (ჯეჰენნემ დერესი), რომელიც აშშ-ს არიზონას დიდი კანიონის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე უდიდესი მეორე და თურქეთში კი ყველაზე უდიდესი პირველი კანიონია. მისი სიგრძე 2,5 კმ, სიმაღლე 200 მეტრი და სიგანე კი 70 მეტრია და ამიერიდან აქ სალაშქრო მარშრუტები იმოქმედებს



მსგავსი ინფორმაციები