თურქული პრესა 11.01.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1123706
თურქული პრესა 11.01.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც ინგლისური გაზეთის Times-ის ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნებულ ანალიზში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს YPG-ს საკითხზე ამართლებენ. ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ PKK და YPG ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. აქვე ნათქვამია, რომ მსოფლიოს წამყვანი კაპიტალისტური ძალის ნატო-ს და დასავლური ალიანსის ლიდერის აშშ-ის, იდეოლოგიის, დემოდე მარქსიზმისა და ნაკლებად ცნობილი ანარქისტი ფილოსოფოსის მიურეი ბუკჩინის მიმდევრობებს შორის მიმოსული ტერორგანიზაცია YPG/PKK-ს მხარდაჭერა გაუგებარია.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით 15-16 იანვარს ამერიკული დელეგაცია საჰაერო თავდაცვის სისტემების Patriot-ის გაყიდვებზე მოლაპარაკებებისთვის თურქეთში ჩამოდის. ამერიკის დელეგაცია მომდევნო კვირაში თავდაცვის მრეწველობის სამმართველოში შეხვედრებს გამართავს. ამერიკული მხარის წინა პირობა Patriot-ის გაყიდვისთვის არის თურქეთის მიერ რუსეთისგან S-400-ის შესყიდვაზე უარის თქმა. თუმცა თურქეთს S-400-ის შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. თურქეთის დელეგაციაც ვაშინგტონში იანვრის ბოლოს ჩავა.

სამხედრო პლატფორმებს და სარდლობის ცენტრებს შორის ტაქტიკური მონაცემების უსაფრთხოდ გადაგზავნის მიზნით წარმოებულ სამუშაოებში მნიშვნელოვანი წარმატება იქნა მიღწეული - წერს გაზეთი „საბაჰი“. პროგრამული ტექნოლოგიების კომპანია MilSOFT-ის მიერ შექმნილი იქნა ადგილობრივი ტაქტიკური მონაცემების ბმულის პროგრამული უზრუნველყოფა. ნატო-ს სტანდარტების ადგილობრივი პროგრამა, თურქეთში შექმნილი რადიო, მოდემის და კრიპტო სისტემებით მოსარგებლე სამხედრო პლატფორმებს შორის ბმულით შექმნილი ქსელის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. წარმატებულად შექმნილი პროგრამით გადაცემული პირველი გზავნილი კი ასეთია: „გამარჯობა ისტორიულო მომენტო.“

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ერსოიმ მონაწილეობა მიიღო ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში წელს 49-ედ გამართულ ტურიზმის გამოფენაში. გამოფენაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქული ტურიზმის სექტორი 2018ნ წელში სერიოზულად წინ წავიდა. მისივე თქმით, 2019 წელში ტურისტები რაოდენობის 18-20 %-ით გაზრდას ელიან და დაამატა: „2019 წელში 52 მილიონი ტურისტი გვეყოლება. გავზარდეთ დასახული მიზნები. ჩვენი ახალი მიზანია 70 მილიონი ტურისტი და 70 მილიარდი დოლარი შემოსავალი.“

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ჰალალი ტურიზმის სფეროში თურქეთში წამყვანი, უნაკლო მომსახურების მქონე ანტალიის დაბა ალანიაში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Adin Beach-ი მთელს მსოფლიოში 8 მილიონი ტურისტის მიერ მიცემული ქულებით 900 ათას სასტუმროს შორის არჩეულ საპრიზო სიაში მოხვდა. სასტუმრო Adin Beach-ი “HolidayCheck 2019”-ს მიერ რეკომენდირებული სასტუმროს ჯილდოს მფლობელი გახდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები