თურქული პრესა 18/12/18

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1108980
თურქული პრესა 18/12/18

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთმა მიმდინარე  წლის 11 თვის განმავლობაში 64 ქვეყანაში,  222 მილიონ 390 ათას 102 დილარის  ღირებულების,  47 ათას 267 ტონა თევზის ექსპორტი განახორციელა. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვარგარეთის ქვეყნებში თევზის ექსპორტი 9%-ით გაიზარდა. თურქეთიდან ყველაზე მეტი თევზის ექსპორტი,  ჰოლანდიასა და რუსეთში ხორციელდება.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ გერმანელებისთვის ნოემბრის თვეშიც ყველაზე მიმზიდველი ქალაქი ანტალია გახდა. ხმელთაშუა ზღვის  ტურისტული სააგენტოების  და ოპერატორთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით. ნოემბრის თვეშიც ანტალიაში ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან ჩავიდა. გერმანელებს კი ესპანელები და ბერძნები მოყვნენ.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ „Bayraktar TB2“-ს სახელობის უპილოტო საბრძოლო აპარატმა საზღვაო ძალებისთვის პირველი ფრენები განახორციელა. აღნიშნულის შესახებ ამსახველი ვიდეოკადრები,   „ბაირაქტარი“-ს მექანიკური ტექნიკის მენეჯერმა სელჩუკ ბაირაქტარმა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა.

გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ თურქეთმა მაღალტექნოლოგიური სარადარო სისტემა შეიმუშავა, რომელმაც პირველადი  ტესტირებები წარმატებით გაიარა. აღნიშნულ სისტემას ყველა წვრილმანის დაფიქსირება და საჭიროების შემთხვევაში განადგურებაც შეუძლია.

„ფენერბაჰჩეს და გალათასარაის მეტოქეები ცნობილი გახდნენ“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: გუშინ შვეიცარიის ქალაქ  ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროლიგის 1/16-ფინალის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად თურქეთის წარმომადგენელებიდან  ფენერბაჰჩესა და გალათასარაის მეტოქეები ცნობილი გახდნენ. ფენერბაჰჩეს მეტოქე ზენიტი, ხოლო გალათასარაის ბენფიკა გახდა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები