თურქული პრესა 13.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1086643
თურქული პრესა 13.11.2018

 

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრ, სულეიმან სოილუს განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა მინისტრმა  სულეიმან   სოილუმ  განაცხადა, რომ აშშ-მ მიუხედავად მისისა, რომ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს სამი ლიდერის მიმართ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო,  სირიასა და ერაყში მათთან ნავთობის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისივე თქმით აღნიშნული პოლიტიკა ორპირობაა. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ აშშ თუ რომელ პლატფორმაზე ვისთან რა საკითხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, ყველაფრის შესახებ ინფორმაციას ფლობენ.

გაზეთი „Star“-ი თავდაცვის სამინისტროს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ  გავრცელებულ განცხადებას უთმობს ადგილს  და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 10-11-12 ნოემბერს ჩრდილოეთ ერაყში კერძოდ კი ზაპის, ავაშინ-ბასიანის, გარას, ჰაკურკის და ჰაფთანის რეგიონებში ჩატარებული საჰაერო ოპერაციების შედეგად მთლიანობაში 38 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთის  მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა განაცხადა, რომ სამამულე  ავტომობილის წარმოებას 2019 წლიდან დაიწყებენ.

„უკრაინელებისთვის  ჯანდაცვის ტურიზმში ყველაზე პოპულარული ქვეყანა, თურქეთი გახლავთ“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას  გაზეთ „Hürriyet“-ში  და მასში ვკითხულობთ: უკრაინელები განსაკუთრებით კიბოს და ორთოპედიული დაავადებების სამკურნალოდ თურქეთში ჩამოდიან. ამ თვალსაზრისით, უკრაინელების თურქეთში ჩამოსულთა რიცხვი განსაკუთრებით ორ ქვეყანას შორის პირადობის მოწმობით მიმოსვლის შემოღების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ბურსაში ქათმის ხორცის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის პროდუქციით იაპონელები დაინტერესდნენ. იაპონელებმა მეფრინველეობის ფაბრიკა ადგილზე მოინახულეს და კომპანიას 2 წლის მანძილზე 600 ათასი ტონა ქათმის ხორციც შეუკვეთეს.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები