თურქული პრესა 09.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1084618
თურქული პრესა 09.11.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთHaber Türk“-ით, რომელშიც ნუმან ქურთულმუშის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) გენერალური თავჯდომარის მოადგილე,  ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს ტერ ორგანიზაციად აღიარება და მისი სირიული ფრთა, YPG/PYD-ს ლეგიტიმურ ორგანიზაციად აღიარება ორპირობაა. ქურთულმუშმა, აშშ-ს მხრიდან სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს 3 ლიდერის მიმართ    ინფორმაციის მიმწოდებლებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესება დადებითად მაგრამ,  დაგვიანებულ გადაწყვეტილებად შეაფასა.   

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთის და  აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ქალაქ, მემბიჯში მეორე ერთობლივი პატრულირება ჩაატარეს. თურქი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივი პატრულირება მემბიჯთან ერთად,  ევფრატის ფარის ოპერაციის რეგიონში მდებარე ჯერაბლუსშიც ჩაატარეს. ორი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი პატრულირება  პირველად, 1 ნოემბერს ჩაატარეს.

გაზეთი „Hürriyet“-ი იტყობინება, რომ სტამბოლის  აეროპორტიდან, რომელიც პრეზიდენ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით 29 ოქტომბერს გაიხსნა, თურქეთის ავიახაზებმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 121 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა.

გაზეთ „Vatan“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: „თურქეთის თავდაცვის მრეწველობამ ინდონეზიაში დიდი მოწონება დაიმსახურა“ და მასში ვკითხულობთ: ინდონეზიაში გამართულ მერვე საერთაშორისო, ინდონეზიის თავდაცვის მრეწველობის გამოფენაზე მონაწილე თურქული ფირმებიდან ANKA, HÜRKÜŞ, KORKUT და T-129 ATAK-მა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სფეროში წარმოებული პროდუქცია წარადგინეს, რომლითაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. ინდონეზიის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული გამოფენა,  10 ნოემბრამდის გაგრძელდება.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თავდაცვის მრეწველობის პრეზიდენტ, ისმაილ დემირმა სოციალურ ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „თავდაცვის მრეწველობის სამმართველომ კომპანია, „TR Motor“-თან მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც  ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავების ძრავა უნდა იქნეს დამზადებული.“

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები