თურქული პრესა 05.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1081540
თურქული პრესა 05.11.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთHürriyet“-ით რომელშიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გუშინ გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მანში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი რესურსების, თურქეთის და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის გვერდის ავლით თითქოს და გამოძალვის მეთოდით მოპოვების უფლებას არავის მისცემენ. ერდოღანმა ამის შესახებ გუშინ,  სტამბოლში ეროვნული რესურსებით წარმოებულ გემ, „TCG Burgazada“-ს სამხედრო საზღვაო ძალებზე გადაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთის და კვიპროსის ბერძნული მხარის მიერ ცალმხრივად გადადგმული ნაბიჯები მკაცრად გააკრიტიკა.  „ჩვენ არ დავუშვებთ იმ ძალისხმევას, რომელსაც ისინი დგამენ, ეგეოსის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. ჩვენს გარეშე ნებისმიერი სახის ქმედებების განხორციელების მსურველებს არ უნდა დამავიწყდნენ, რომ რაოდენ დიდ შეცდომაში არიან. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი რესურსების, თურქეთის და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის გვერდის ავლით თითქოს და გამოძალვის მეთოდით მოპოვების უფლებას არავის მივცემთ,“ ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

გაზეთი „Sabah“-ი საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს იაპონიისადმი გაფრთხილებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუმ იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ, ნაგოიაში თურქულ-იაპონური კულტურის სავაჭრო დახმარების სოლიდარობის ასოციაცია მოინახულა სადაც თურქ მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა. ჩავუშოღლუმ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას   ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს და სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს  ამ ქვეყანაში არსებობაზე გაამახვილა ყურადღება და იაპონიის მთავრობა გააფრთხილა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თურქეთი მე-9 „ბოღაზიჩის სამიტი“-ს ფარგლებში 80 ქვეყნის 2 ათასზე მეტი პოლიტიკოსის,  საქმიანი სამყაროს წარმომადგენელის და მეცნიერის მასპინძლობისთვის ემზადება. თურქეთის პრეზიდენტის თავჯდომარეობით გასამართი სამიტის მთავარი თემა „მდგრადი მშვიდობა და ყველასათვის განვითარება“ გახლავთ. მე-9 ბოღაზიჩის სამიტი 26-28 ნოემბერს ჩატარდება.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ ირანში მოქმედი დაახლოებით 40 ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებმა ამ სექტორში მოღვაწე თურქეთის წარმომადგენლებთან ტრაპიზონში შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ტრაპიზონის სავაჭრო პალატის თავჯდომარე, სუათ ჰაჯისალიჰოღლუც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ირანსა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს შორის ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებენ.

გაზეთი „Vatan“-ის სპორტული მიმომხილველი თურქეთის ამპუტანტთა ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: მექსიკაში გამართულ   მსოფლიო ამპუტანტთა ჩემპიონატზე მოასპარეზე თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინალში  ანგოლის ნაკრებს დაუპირისპირდა რა, შეხვედრის ჩვეულებრივი დრო ფრედ 0-0 დასრულდა, რის გამოც მატჩი პენალტებში გადაიზარდა. პენალტების სერიაში 5-4 დამარცხებულმა თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაამთავრეს. თურქეთის ამპუტანტთა ეროვნული ნაკრები გასულ წელს ევროპის ჩემპიონატი გახდა.

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები