თურქული პრესა 03.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1061430
თურქული პრესა 03.10.2018

                                   

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ სიტყვით გამოვიდა თავისი თანაპარტიელი პარლამენტარების წინაშე და შეეხო რა სირიის იდლიბის პროვინციაში, შეიარაღებულ ოპოზიციასა და ესადის რეჟიმს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის ორგანიზატორი მასთან ერთად მისი რუსი კოლეგა პუტინიც იყო, თქვა, რომ ამით რეგიონი დიდ სისხლისღვრას ააცდინეს, ხოლო ამის პარალელურად წინ აღუდგნენ და შეაჩერეს მიგრანტების ახალი ტალღა.  მისივე თქმით, მალე სირიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაბანაკებული ქურთი ტერორისტების წინააღმდეგაც დაიწყებენ სამხედრო ოპერაციებს და ამ რეგიონსაც გაათავისუფლებენ

Yeni Şafak-ი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუტ ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ სირიის მანბიჩის რეგიონიდან ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG-ს გასვლის დრო დადგა. ეს განცხადება თურქმა დიპლომატმა შვეიცარიაში გამართულ დასავლეთ ბალკანეთის სტრატეგიული დიალოგის კონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში ქურთმა სეპარატისტებმა აუცილებლად უნდა დასტოვონ რეგიონი და მისი მართვა უნდა გადასცენ ადგილობრივ ხელისუფლებას. “ამ საკითხზე თურქეთ-აშშ-ს შორის შეთანხმება უკვე მიღებულია და მისი აღსრულება უნდა გააკონტროლოს ამ რეგიონში მომსახურე ამერიკულმა ჯარებმა“, განაცხადა ჩავუშოღლუმ, წერს იენი შაფაკი  

“თურქეთი რუსეთისგან ხორბალს რუბლით შეისყიდის“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი და მასში ვკითხულობთ: რუსული ანალიტიკური ცენტრის, SovEkon-ის განცხადებით, თურქეთი, რუსეთთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, პირველად ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში, რუსეთისგან რუბლით შეიძენს 30 ათას ტონა ხორბალს და 1 ტონა ხორბლის ფასი 17 ათასი რუბლი იქნება. ორივე ქვეყანამ ურთიერთ ვაჭრობაში დოლარის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებისა და მის მაგივრად ეროვნული ვალუტებით ვაჭრობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთზე და თურქეთზე ეკონომიკური სანქციები დააწესა

Vatan-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთ-ირანს შორის მშენებარე 144 კმ-იანი სასაზღვრო კედლის 88 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია. ამ კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, რომელსაც სათვალთვალო კამერები და კოშკები, ხოლო ამის პარალელურად საპატრულო გზაც ექნება, ორი ქვეყნის საზღვარი კიდევ უფრო უსაფრთხო გახდება და ქურთი სეპარატისტები ვეღარ შესძლებენ რეგიონშიც და ორ ქვეყანას შორისაც თავისუფლად პარპაშს, ასკვნის ვათანი

Star-ი იუწყება, რომ პრეზიდენტის სიმფონიური ორკესტრი ხვალ გახსნის ახალ სეზონს და იგი თურქი კომპოზიტორის, ჰასან უჩარსუს ნაწარმოებს, “ტროადან დაწყებული-ჩანაქკალემდე“, პრემიერას შეასრულებს



მსგავსი ინფორმაციები