თურქული პრესა 10.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1046402
თურქული პრესა 10.09.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის ქალაქ ვანში, გავაშის რაიონში მდებარე ახტამარის ეკლესიაში სამი წლის შემდეგ პირველი წირვა აღევლინა, რომელსაც თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი,  მეჰმეთ ერსოიც დაესწრო. წირვა სომხური ეკლესიის არქიეპისკოპოს, არამ ატეშიანმა აღავლინა. წირვას, როგოც თურქეთიდან ასევე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებიც ესწრებოდნენ.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტის მეუღლე, ემინე ერდოღანს, მიანმარის ჩათვლის საერთაშორისო არენაზე ჰუმანიტარული  ტრაგედიების მიმართ გამოჩენილი ყურადღების და გაჭირვებულებზე დახმარების გამო „გლობალური დონორთა ფორუმის“ მიერ „ჰუმანიტარული სამსახურის მადლობის ჯილდო“ გადაეცა. ემინე ერდოღანს აღნიშნული ჯილდო 11 სექტემბერს ინგლისის დედაქალაქ,  ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე გადაეცემა.

გაზეთი „HaberTürk“-ი იუწყება, რომ ანტალიის კულტურის და ტურიზმის დეპარტამენტიდან  გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წელს, ანტალიაში საავიაციო ხაზებით ჩასულ ტურისტთა რაოდენობამ 9 მილიონ 666 ათას 859-ს მიაღწია რა, ამით ყველა დროის რეკორდი დამყარდა.

გაზეთი „Vatan“-ი იტყობინება, რომ ჩინეთი, რომელიც დღემდე ქიშმიშს აშშ-დან ყიდულობდა, ახლა თურქეთიდან შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო რა, ამ თვალსაზრისიც სპეციალური დელეგაცია ეწვია თურქეთს. მათ თურქეთის მიერ წარმოებული ქიშმიში მოეწონათ და თურქებს მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადეს.

გაზეთი „Star“-ის მიხედვით, თურქეთის ქალაქ, ბათმანის ისტორიულ ჰასანქეიფის რაიონში, მიმდინარე  კაშხლის მშენებლობის გამო, ისტორიული ძეგლების წყალქვეშ მოუქცევლობის მიზნით, იმამ აბდულლაჰის აკლდამა, რომელიც  800 ტონას იწონიდა, სხვა ადგილას გადაიტანეს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები