თურქული პრესა 03.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1025146
თურქული პრესა 03.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ორი თურქი მინისტრის წინააღმდეგ სანქციის დაწესებას მწვავე რეაქცია მოჰყვა. პოლიტიკიდან და საქმიანი სამყაროდან დაწყებული და სასამართლოთი და არასამთვრობო ორგანიზაციებით დამთავრებული, ყველამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ჯაშუშობის, ფეტულაჰის ტერორგანიზაციის (FETÖ) და PKK –ს სახელით დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონის შესახებ მომზადებულ საბრალდებო დასკვნაში ცალ-ცალკეა ჩამოთვლილი FETÖ-ს წევრებთან კავშირები. საბრალდებო დასკვნაში ასევე წარმოჩენილია თუ როგორ მუშაობდა ბრანსონი აღმოსავლეთში PKK -სთვის მაშინ, როდესაც მისი მისიის ადგილს იზმირი წარმოადგენდა.

ASELSAN-ის მიერ შექმნილი და წარმოებული ზურგის, მანქანებისა და ბომბის გამანადგურებლის ტიპის სიგნალის ჩახშობის სისტემა უსაფრთხოების ძალების ინვენტარში შევიდა - წერს გაზეთი „ვათანი“. იგი დისტანციურად მართვის სისტემებით განხორციელებული თავდასხმების გაუვნებელყოფას უზრუნველყოფს. Kangal-ის ავტომობილის ტიპის RF შერევა/ჩახშობის სიტემის უსაფრთხოების ძალების ტრანსპორტზე ინტეგრირება მოხდება და მანქანების მოძრაობისა და გაჩერების დროს ხელნაკეთი ასაფეთქებლის შესაძლო აფეთქება თავიდან იქნება აცილებული.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, მერსინის ერდემლის რაიონში მდებარე რომაული პერიოდის 2 ათას წლოვან აიაშის ანტიკურ ქალაქში 3-დან 8 აგვისტომდე „აიაშის ანტიკური თეატრის ფესტივალი“ ჩატარდება. ანტიკური ქალაქი, სადაც ათასი წლის შემდეგ თეატრალური ფარდა ისევ გაიხსნება, 500 ხელოვანს უმასპინძლებს.  

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ბეშიქთაშმა უეფა-ს ევროპის ლიგის მეორე წინა შესარჩევ ტურში საპასუხო შეხვედრაში ფარერის კუნძულების წარმომადგენელი ბ36 ტორსჰავნი ამჯერად 6-0 დაამარცხა და მესამე წინა შესარჩევ ტურში გადავიდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები