თურქული პრესა 28.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

980449
თურქული პრესა 28.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, გეოთერმული ელექტრო სადგურების ინვესტორთა ასოციაციის (JESDER) განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2018 წლის პირველ ოთხ თვეში გეოთერმულ ელექტრო სადგურებში წარმოებული ელექტრო ენერგიის რაოდენობა 2017 წლის ამავე პერიოდთან შეადრებით 35%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 259 კილოვატ საათს მიაღწია. გეოთერმული ელექტროს სადგურების ინვესტორთა ასოციაციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ელექტრო ენერგიის წარმოებაში განახლებადი და ადგილობრივი ენერგო წყაროს, გეოთერმალის, წილი გაიზარდა.

გაზეთ „სტარ“-ში მოყვანილია ვიცეპრემიერისა და მთავრობის პრესსპიკერის, ბექირ ბოზდაღის, განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იოზგათში 2019 წლის მეორე ნახევარში სწრაფი მატარებელი დაიწყებს ფუნქციონირებას და იოზგათის აეროპორტის მშენებლობას საძირკველი 3 ივნისს ჩაეყრება.

ტრანს-ანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის, რომლითაც აზერბაიჯანის კასპიის ზღვაში წარმოებული ბუნებრივი აირის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირება იგეგმება, თურქეთში შესასვლელი წერტილის არდაჰანის ფოსოვის მილსადენის შეერთების სამუშაოები დასრულდა და მილსადენი მიწით დაიფარა - წერს გაზეთი „საბაჰი“.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იუწყება, რომ თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციასა და კატარის საქველმოქმედო ორგანიზაციას შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის პროტოკოლის ფარგლებში იემენში წარმოებული ჰუმანიტარული საქმიანობისთვის 1 მილიონი დოლარის ფულად დახმარება მოხდება. წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის სტამბოლის ოფისში გამართულ ცერემონიაზე პროტოკოლს ხელი მოაწერეს თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის გენერალურმა თავჯდომარემ ქერემ ქინიქმა და კატარის საქველმოქმედო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაისალ რაშიდ ალ ფეჰაიდამ. წარმოთქმულ სიტყვაში ქინიქმა აღნიშნა, რომ იემენის კრიზისთან დაკავშირებით კატარის საქველმოქმედო ორგანიზაციასთან ერთობლივი კამპანიის წარმოებისთვის თანამშრომლობის ორი პროტოკოლი გაფორმდა.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, 2017 წელში თურქეთის თავდაცვის მრეწველობის მიერ დამზადებული ახალი იარაღის, სატრანსპორტო საშუალებების და აღჭურვილობის გამოყენება დაიწყო უსაფრთხოების ძალებმა. დასრულდა BORA-ს და რაკეტა K-ს ტესტირებისა და მიღების სამუშაოები, რის შემდეგაც 200-ზე მეტი რაკეტა K და 50-ზე მეტი რაკეტა BORA ჩაბარდა უსაფრთხოების ძალებს. 2017 წელში ინვენტარში შევიდა ასევე 20 İHA/SİHA (უპილოტო საფრენი აპარატი/შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი), 9 ერთეული მოიერიშე ვერტმფრენი T129, 5 ერთეული Sikorsky S-70, 2 ერთეული თვითმფრინავი A400M. უსაფრთხოების ძალებს ასევე გადეცა 650-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი Cobra II, Kirpi და Ejder Yalçın. ფლოტის სიმძლავრე კი ახალი გემებით გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები