თურქული პრესა 24.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

977972
თურქული პრესა 24.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ვალუტის კურსის ცვლილებები შეაფასა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ იფტარის ვახშამზე წარმოთქმულ სიტყვაში პრეზიდენტმა აღნიშნა: „მთელს მოსახლეობას მოვუწოდებთ, გთხოვთ, საკუთარ ეროვნულ ფულს ვალუტაში ნუ გადაცვლით... ადგილობრივი ფულის ერთეულით გავაგრძელოთ მოქმედება. ეს არის პატრიოტიზმი. თუ ამას მოვუფრთხილდებით მომავლი ჩვენთვის უფრო განსხვავებული იქნება. თურქეთი, რომელმაც დღემდე ბევრი სირთულე გადალახა, ხალხის მხარდაჭერითა და ღმერთის დახმარებით ამ საკითხსაც მოაგვარებს.“

პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის განცხადებით, ბოლო დღეებში ვალუტის კურსის ცვლილებები კატეგორიულად არ შეესაბამება თურქეთის ეკონომიკურ სინამდვილეს - წერს გაზეთი „სტარი“. გაზეთის თანახმად, პრეზიდენტმა აღნიშნა: „თურქეთის ეკონომიკა გასულ წელში 7,4%-ით გაიზარდა და ამჟამადაც ამ დონეზე განაგრძობს ზრდას... ექსპორტმა აპრილის ბოლო 161 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ჩანს, რომ წლის ბოლომდე 170 მილიარდ დოლარს გადასცდება. 40 მილიონზე მეტი ტურისტი, დაიწყო ძალიან ბარაქიანი სეზონი, რომლიდანაც 30 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს ველით. ჩვენს ბანკებს აშშ-ს, ევროპის მსგავს ორგანიზაციებთან შედარებით ორჯერ უფრო ძლიერი კაპიტალი აქვთ. საზოგადოებრივი დავალიანების დონით 8,4% ეროვნულ შემოსავალთან მიმართებაში ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე წინ ვართ. ასეთ ვითარებაში ქვეყანაში ვალუტის კურსის აწევის მიზეზების სწორად დადგენაა საჭირო.“  

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის პირდაპირი ეთერით აქტუალურ თემებზე საუბრისა პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა თურქეთის მიერ ენერგო სფეროში განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჰაქქარიში ნავთობის ახალი ჭაბურღილები გაიხსნება, ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით მერსინის აქქუიუს სადგურის მშენებლობა გრძელდება და ასევე აშენდება ახალი ბირთვული ენერგო სადგურებიც. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უპირატესობას ეკოლოგიურად სუფრა ენერგიის პროექტებს ანიჭებენ და ტრანს-ანატოლიური გაზის მილსადენით აზერბაიჯანის ბუნებრივ აირს თურქეთის გავლით ევროპას მიაწოდებენ. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს ქარის ენერგიის კუთხით კარგი შესაძლებლობები აქვს და მზის ენერგიის საკითხზე კონიაში ათას მეგავატიანი სერიოზული ნაბიჯები გადადგეს.  

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ ირანიდან თურქეთში ტურისტების დიდ ნაკადს ელოდებიან. 2017 წელში თურქეთში 2,5 მილიონი ირანელი ტურისტო ჩამოვიდა და ის ტურისტებიც, რომლებიც სანქციების გამო აშშ-ს და ევროკავშირში ვერ ჩავლენ, სავარაუდოდ თურქეთში ჩამოვლენ. ირანელი ტურისტები დასავლელ ტურისტებთან შედარებით 35-40%-ით მეტს ხარჯავენ და წლის პირველ სამ თვეში თურქეთში შემოსული ტურისტების რაოდენობით, 738 ათასით, ირანი პირველ ადგილზეა.  

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, „ბეშიქთაში“, რომელმაც გასულ ორ წელში ზედიზედ ჩემპიონობა მოიპოვა და ბოლო ორ წელიწადში ევროპაში ბრძოლებით დიდი შემოსავალი მიიღო, ევროპის ყველაზე მეტად გაზრდილი კლუბი გახდა. მსოფლიოში ცნობილი აუდიტისა და კონსულტაციების ფირმა KPMG-ის ჯგუფის ყოველწლიურ ანგარიშში ევროპის ფეხბურთის ყველაზე ძვირადღირებული 32 კლუბი დასახელდა და მათ შორის თურქეთის სუპერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი „ბეშიქთაში“ 52%-ით ევროპის ყველაზე მეტი ღირებულება გაზრდილი კლუბი გახდა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები