თურქული პრესა 18.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

973807
თურქული პრესა 18.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა დეპუტატებთან გამართული იფთარის ვახშმის (მარხვის გახსნა) შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „იანვარში სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაბიჯი გადავდგით. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის აფრინის რეგიონში ოპერაცია „ზეთისხილის რტო დაიწყო. თავისუფალი სირიის არმიასთან ერთად ჩატარებული ეს ოპერაცია მსოფლიოსთვის სამაგალითოდ დავასრულეთ.“

„ვათანი“-ს ცნობით, პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი პრეზიდენტის სასახლეში ვენესუელას სახელმწიფოს მეთაურს, ნიკოლას მადუროს ტელეხიდის მეშვეობით ესაუბრა, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულება იქნა გაფორმებული. ტელეხიდით ჩართვას საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუდ ჩავუშოღლუ და ეკონომიკის მინისტრი, ნიჰათ ზეიბექჩიც ესწრებოდნენ.  

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ეთერით აქტუალური საკითხების შეფასებისას განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული მასობრივი მკვლელობები საკითხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ინდა იქნას შეტანილი - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორის მოადგილემ, მასეი პოპოვსკიმ, ანკარაში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „უნდა აღვნიშნო, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა განათლების სამინისტროს მიერ მოკლე დროში, ორ წელიწადში, 600 ათასამდე სირიელი ბავშვისათვის გაწეულმა საგანმანათლებლო მომსახურებამ. დღევანდელი ვიზიტის მიზანიც ჩატარებული სამუშაოების და მიღწეული წარმატების ადგილზე ნახვა გახლდათ.“

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, თურქეთის შეიარაღებული ძალები, პერსონალის უსაფრთხოებისათვის ტელეფონის წარმოების დასაწყებად ემზადება. დაცული მობილური ტელეფონის პროექტის სახელწოდების ამ ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფისათვის ადგილობრივი წარმოების პროგრამა იქნება გამოყენებული.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები