თურქული პრესა 11.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

948836
თურქული პრესა 11.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა, თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერდოღანმა, რუსეთის საგარეო საქმეთ მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების თაობაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ „აფრინის სირიის რეჟიმისათვის გადაცემას ელოდებიან“ აღნიშნა: „ეს მიდგომა ძალიან მცდარია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით აფრინს ვის დავუბრუნებთ.“

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტის რეზიდენციაში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს კოორდინატორების მიღებაზე. ერდოღანმა შეხვედრაზე განაცხადა: „განსაკუთრებით მუსლიმურ ქვეყნებს მოვიწოდებ... თუ მუსლიმური ქვეყნები თავიანთ ზექათებს დაადგენენ და ამ ღარიბ ქვეყნებს მისცემენ, მსოფლიოში ალბათ ღარიბი აღარ დარჩება.“

ცენტრალური აფრიკის ქვეყანა გაბონში ფეტულაჰის ტერორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა (FETÖ/PDY) დაშალეს - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. თურქეთის დაზვერვამ (MİT) გაბონის ორგანიზაციის სტრუქტურის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც FETÖ/PDY-ს 3 წევრი დააკავეს. გაბონის დედაქალაქ ლიბრევილიდან კერძო თვითმფრინავით თურქეთში ჩამოყვანილი და სასამართლო ორგანოებისთვის გადაცემული ამ სამი ლიდერის დაკითხვა გრძელდება.

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ თურქეთის თავდაცვის მრეწველობის ლიდერი კომპანიებიდან სამხედრო ელექტრონულმა მრეწველობამ (ASELSAN) ქვეყნის შიდა შემსყიდველთან სატრანსპორტო სისტემების სფეროში 42 მილიონ 706 ათას 850 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული საკითხის ხელშეკრულების ფარგლებში ჩაბარება 2018-2019 წლებში განხორციელდება.  

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, ქალთა ევროპის ფრენბურთი კონფედერაციის თასის ფინალში ბელორუსიის წარმომადგენელს მინჩანკა მინკს განმეორებით მატჩში უმასპინძლა თურქეთის წარმომადგენელმა ეჯზაჯიბაში ვიტრამ და 3-0 გაიმარჯვა. ეჯზაჯიბაში ვიტრა ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის თასის მოპოვებით თავის ისტორიაში მესამედ გახდა ევროპის თასის ჩემპიონი.  


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები