თურქული პრესა 09.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

947263
თურქული პრესა 09.04.2018

                         

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გავრცელებულ წერილობით განცხადებაში მკაცრად დაგმო და ამასთან შეშფოთება გამოთქვა სირიის ქალაქ დომაში ქიმიური იარაღის გამოყენება, რასაც ათეულობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. “არსებობს ძლიერი ეჭვები და მყარი მტკიცებულებები, რომ ეს იარაღი ესადის რეჟიმმა გამოიყენა. ვისი მხრიდანაც არ უნდა იქნას გამოყენებული, ანკარა მკაცრად გმობს ქიმიური იარაღებით ადამინების ხოცვა ჟლეტას“, ხაზგასმულია ამ განცხადებაში

Yeni Şafak-ის მიხედვით, პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ აღმოსავლეთ ანატოლიის ქალაქ ვანში იმყოფებოდა და აქ გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ამ ბოლო წლებში ვანი და ირანის მოსაზღვრე სხვა თურქული ქალაქები ძალზედ მიმზიდველნი გახდნენ ირანელი ტურისტებისთვის და წელს, მარტო ნოვრუზ ბაირამობის დღეებში ვანს ეწვია 170 ათასი ირანელი ტურისტი

Hürriyet-ის კორესპონდენტი ავღანეთიდან იტყობინება, რომ ამ ქვეყანაში პირველ ოფიციალურ ვიზიტად მყოფი თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი მიიღო ასევე ავღანეთის აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარემ აბდულლაჰ აბდულლაჰმა და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც ილდირიმმა განაცხადა, რომ ავღანელი მიგრანტების ირანიდან თურქეთში არალეგალურად გადმოსვლის საკითხებიც განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ ყველა არალეგალს, უკან, ავღანეთში დააბრუნებენ, რის თაობაზეც შესაბამისი განკარგულება მიეცა თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს

“დიდი ხნის ოცნება გვისრულდება“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ის ეკონომიკის გვერდზე და მასში ვკითხულობთ: ეს სიტყვები ეკუთვნის თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ბერატ ალბაირაქს და იგი წარმოთქვა სტამბოლში რა, ასეთი შეფასება მისცა თურქეთში პირველი, აქქუის ბირთვული სადგურის მშენებლობის დაწყებას.“ "ჩვენს 60 წლიან ოცნებას, პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას, გასულ კვირას ჩაეყარა საძირკველი. ამჟამად ანკარა შიგა მტრებთან ერთად გარე მტრებსაც ებრძვის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი მყარად დგას ფეხზე და მტკიცე ნაბიჯებით მიიწევს დასახული მიზნისკენ“, აღნიშნა ალბაირაქმა, წერს საბაჰი

Haber Türk-ი წერს, რომ ამ ბოლო წლებში ანტალიასთან ერთად უცხოელი ტურისტებისათვის განსაკუთრებით პოპულარული გახდა მის მახლობლად მდებარე კურორტი ალანიაც. ჩ.წ.-მდე 69-30 წლებს შორის ამ ქალაქში ცხოვრობდა ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა, რომლის სახელსაც ატარებს ალანიის ყველაზე განთქმული პლიაჟი. თურქ სელჩუკების ეპოქაში კი ეს ქალაქი სულთნების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ასე რომ, ალანიას მიდამოები ანტიკური ძეგლებითაც მდიდარია და თურქულ-ისლამურითაც. ეს ყველაფერი კი ძალზედ იზიდავს უცხოელ ტურისტებს და ამ ბოლო წლებში, მარტო საზაფხულო სეზონში 2 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს ალანიას, აღნიშნავს ჰაბერთურქი



მსგავსი ინფორმაციები