თურქული პრესა 18.01.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

891198
თურქული პრესა 18.01.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა ბექირ ბოზდაღმა მინისტრთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში თურქეთის ტერორგანიზაცია PYD-YPG-ს წინააღმდეგ შესაძლო აფრინის ოპერაციაზე განაცხადა: „თურქეთს მოთმინების ფიალა აევსო. შესაძლოა უფრო დიდ რისკზე წასვლა გახდეს საჭირო. თურქეთი სახელმწიფოს მომავლისათვის უარს არ იტყვის უფრო დიდი რისკის საჭიროების მქონე ნაბიჯების გადადგმაზე.“

გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ ტელეფონით დაუკავშირდა რუს კოლეგას სერგეი ლავროვს. რუსული მხარის მოთხოვნით გამართული სატელეფონო საუბრის დროს სირიაში მიმდინარე მოვლენები, სოჭში თვის ბოლოს დაგეგმილი სირიის ეროვნული თანხმობის შეკრებისა და სირიაში ასადის რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების საკითხები განიხილეს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თავმჯდომარემ სუმა ჩაკრაბარტიმ 18-19 იანვარს თურქეთში ვიზიტით ჩასვლამდე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ვფიქრობ, რომ თურქეთში წელს 1,5 მილიარდ ევროზე მეტი დიდი ინვესტიცია გვექნება. თურქეთი ჩვენი ყველაზე დიდი ბაზარია. თურქეთში ბოლო 3 წელიწადში მთლიანობაში 5,4 მილიარდი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ. (თურქეთში) მხოლოდ გასული წლის სამ კვარტალს თუ გადავხედავთ ვნახავთ რომ ზრდა უაღრესად შთამბეჭდავია. სამომავლო პროგნოზები საკმაოდ კარგია.“  - წერს გაზეთი „ვათანი“.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით თურქეთის ავიახაზებს THY-ს და მოლდოვას ყველაზე დიდ ავიაკომპანია Air Moldova-ს შორის კოდების გაცვლის ხელშეკრულება გაფორმდა. თურქეთის ავიახაზებში გაკეთებული განცხადების თანახმად, შეთანხმების მიხედვით, თურქეთის ავიახაზებსა და Air Moldova-ს სტამბოლი-კიშინოვის ხაზზე ორმხრივად ერთმანეთის რეისზე საკუთარი ფრენის კოდის დადება შეეძლებათ. შეთანხმება 2018 წლის 29 იანვარს ამოქმედდება.

და ბოლოს გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ქალაქმა სიირტმა დაასრულა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურიზმისა და მოგზაურობის გამოფენისათვის (EMİTT) მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც 25-დან 28 იანვრამდე ბეილიქდუზუს გამოფენისა და კონგრეს ცენტრში ჩატარდება. სიირტის გუბერნია ყოველ წელს სხვადსხვა სახეობებში ჯილდოებს იღებს და წელს ქალაქი გამოფენაზე ისტორიული ულუ მეჩეთისა და მინის ტერასის კონცეფციით წარდგება დამთვალიერებლების წინაშე. ასევე გამოფენილი იქნება ადგილობრივი სასურსათო პროდუქცია.  


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #თურქული , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები