თურქული პრესა 12.01.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

886814
თურქული პრესა 12.01.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. ტ. ერდოღანმა საპრეზიდენტო კომპლექსში გამგებლებთან გამართულ 43-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სირიის ჩრდილოეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა: „ის ადგილები ჩრდილოეთ სირიაში, სადაც ამჟამად ტერორის დერეფნის შექმნა სურთ, სულ „მისაკი მილი“-ში შედიოდა. ჩვენი ეს მგრძნობიარობა ნუ დაგავიწყდებათ. ამის გამო ისინი, ვისაც იქ ასე სახელმწიფოს შექმნის და სხვა რამის ამ გზით წამოწყება სურს, სასურველს ვერ მიიღებენ.“

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს გერმანიაში მთავრობის შექმნის შემდეგ, კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრა სურს. ანტალიაში გერმანელ ჟურნალისტებთან საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ან პრეზიდენტი ერდოღანი მიიპატიჟებს პრემიერ მერკელს ან ერდოღანი ჩავა გერმანიაში.

ბულგარეთის პრემიერმინისტრის ბოიკო ბორისოვის განცხადებით, ევროსაბჭოს 6 თვიანი როტაციული თავმჯდომარეობის პერიოდში ევროკავშირმა საჭიროა თურქეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მცდელობა გამოიჩინოს - წერს გაზეთი „სტარი“. ბორისოვის თქმით, თურქეთი როგორც ნატოს წევრი მნიშვნელოვანია და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტთა ნაკადის მართვაში საკვანძო როლს თამაშობს.

გაზეთი „ჰურიეთი“ იტყობინება, რომ გებზე-ორჰანგაზი-იზმირის ავტობანის მშენებლობის 88% დასრულებულია. ეს გზა სტამბოლსა და იზმირს შორის მოგზაურობის ხანგრძლივობას 9 საათიდან 3,5 საათამდე შეამცირებს. პროექტის ფარგლებში 36 გზაგამტარიდან გებზე-ბურსას მონაკვეთზე 12-ის, სუსურლუქი-ბალიქესირი-ქირქაღაჩის მონაკვეთზე 3-ის, ქემალფაშას გამყოფ-იზმირს შორის 2-ის მთლიანობაში 17-ის მშენებლობა დასრულდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ავტობანზე 36 გზაგამტარი, 3 გვირაბი, 20 სალაროს ფართი, 25 გზის გადაკვეთა, 6 ავტობანის სარემონტო და მართვის ცენტრი და 3 გვირაბის სარემონტო და მართვის ცენტრი ამოქმედდება.   

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება რომ უშაქში, საველე კვლევების დროს სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი რანგის ინჟინერმა ერდალ ზენგინმა დაგებული მწერების ხაფანგებში მწერის ახალი სახეობა აღმოაჩინა. ტორიმიდაეს ოჯახის ყვითელი ფერის 1.88 მილიმეტრის სიდიდის წითელ თვალება მწერს უშაქის პროვინციისადმი მიძღვნილი სახელი "Megastigmus usakensis" უწოდეს. ერდალ ზენგინის განცხადებით, მან ახლად აღმოჩენილი მწერის ფოტო ენტომოლოგიის სფეროში 45 წლიან მოღვაწეობის სტაჟის მქონე პროფესორს მიქტატ დოღანლარს გაუგზავნა და ჩატარებული მუშაობის შედეგად მწერის ახალი სახეობა დაადგინეს.    


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #თურქული , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები