თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა 02.01.2018

880233
თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა 02.01.2018

თურქული გაზეთების გაცნობას „ვათან“-ით დავიწყებთ, რომელიც ყურადღებას ამახვილებს პრემიერის ბინალი ილდირიმის სიტყვებზე. მისი ცნობით მრავალს მიაღწიეს ტერორიზმთან ბრძოლაში. 2018 წელში ტერორის საკითხი ნაკლებად ჩადგება დღის წესრიგში. წარმატების მიღწევისთვის ჯერ უნდა გჯეროდეს. ამიტომ არის, რომ თურქ სამხედროებს სჯერათ, ენდობიან და მტკიცე გადაწყვეტილება უჩნდებათ ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო. მნიშვნელოვანია კოორდინაციაც. ამ საქმეში, პოლიციას ჟანდარმერიას, ჯარისკაცებს გააჩნიათ არნახული ერთობა და კოორდინაცია, რაც თავისებურ დადებით შედეგს იძლევა-თქვა პრემიერმა ილდირიმმა.

გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ ანკარაში აქტუალური საკითხების შესახებ განცხადება გაავრცელა ეკონომიკაში პასუხისმგებელმა ვიცე პრემიერმა მეჰმეთ შიმშეკმა და აღნიშნა, რომ არ გაუჭირდებათ გარე რესურსების მოძიება. საუკეთესო ურთიერთობა გააჩნიათ თურქეთის კლასიკური დაფინანსების ზონასთან დასავლეთთან. არ გაწყდება ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები. ვიზის უკანასკნელი კრიზისით კი, გამოჩნდა რომ არ გაუარესდება თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობები. თურქეთის საგარეო ურთიერთობებში გაურკვევლობის შემცირება საგარეო რესურსის მოძიებაში გარკვეულ როლს ითამაშებს.  

მართალია თურქეთს დღეს მოკლევადიანი  სათანადო სირთულეები გააჩნია, მაგრამ აქვთ მოლოდინი, რომ  კარგი იქნება საშუალო და გრძელვადიანი მომავალი.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ სამხედრო ელექტრონიკის მრეწველობამ (ASELSAN), სახელმწიფოში და საზღვარგარეთ სერიული პროექტების პასუხისმგებლობა აიღო მიმდინარე წლისთვის.  ამ მიზნით, 2017 წელში, სახელმწიფოდან და საზღვარგარეთიდან შემოსული მოთხოვნების  დაკმაყოფილების მიზნით ხელი მოეწერა 29 კონტრაქტს. 2023 წლისთვის გათვალისწინებული შეკვეთების დასრულება მოხდება სამი სხვადასხვა ვალუტის სახით.  ასელსანის მიღებული შეკვეთების კომპენსაცია უტოლდება 2 მილიარდ 143 მილიონ 272 ათას 835 ლირას და 528 მილიონ 516 ათას 730 დოლარს, ასევე, 521 მილიონ 133.672 ევროს. კომპენსაციაში, გათვალისწინებულია წლის ბოლოსთვის დოლარის კურსის ცვლილებაც.

გაზეთი „სტარ“-ი წერს, რომ დამდეგი წლიდან, თურქეთი ბუნებრივი გაზის ცენტრი გახდება. 2018 წელში დასრულდება TANAP-ის პროექტის მშენებლობა, რომლითაც მოხდება გაზის გატანა ევროპაში. თურქული ნაკადის პროექტის დასრულება გათვალისწინებულია 2020 წლამდე. ენერგეტიკის სფეროში, თურქეთის უსაფრთხოებაში მახასიათებელი ფუნქციის გამო, დღეისთვის 8 მილსადენთან დაკავშირებით გააჩნიათ საერთაშორისო თანამშრომლობა. გარდა ამისა, ტრანს ანადოლუს ბუნებრივი მილსადენის (TANAP) ამუშავება დაიწყება მომავალ წელს.

„იენი შაფაკ“-ი წერას, რომ „Topbaş Keleri“-ად წოდებული ქვეწარმავალი, რომელიც თურქეთის აღმოსავლეთში არარატის მთაზე ცხოვრობს, და გადაშენების პირზეა, იგდირის ბუნების დაცვის და ეროვნული პარკის დირექტორატის მხრიდან, ქალაქში მცხოვრები ქვეწარმავლებს მიემატა და შეტანილ იქნა დაცვის ინვენტარში. იღდირის სატყეო და წყლის საქმეთა დირექტორატის უფროსის მეთე თურქოღლის განცხადებით, თოფბაშის ქელერის ქვეწარმავალი გარეგნობით არის მეტად საინტერესო და მიმზიდველი.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #გაზეთები , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები