თურქული პრესა 28.12.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

877451
თურქული პრესა 28.12.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი აფრიკის ქვეყნებში ტურნეს ბოლო ქვეყანაში, ტუნისში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ალ ბეჯი ას სიბსისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე ერდოღანი სირიაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო და აღნიშნა: „ასადთან ერთად სიარული შეუძლებელია. ღად და ნათლად ვამბობ, ასადი: სახელმწიფო ტერორის განმხორციელებელი ტერორისტია.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა აფრიკაში ტურნეს ფარგლებში ჩადიდან ტუნისში მგზავრობისას თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბარში, კითხვაზე „გერმანიასა და ჰოლანდიაში შესაძლებელია თუ არა ვიზიტი და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გამოცოცხლება მოხდება თუ არა“, განაცხადა: „არ არსებობს მიზეზი ამ ვიზიტების არ ჩასატარებლად. ყოველთვის ერთ რამეს ვამბობ. ვალდებულები ვართ შევამციროთ მტრების და გავზარდოთ მეგობრების რაოდენობა. არც გერმანიასთან გვაქვს პრობლემა, არც ჰოლანდიასთან და არც ბელგიასთან. პირიქით, იქ საქმეს სათავეში ჩემი ძველი მეგობრები უდგანან. ჩემს მიმართ შეცდომაც დაუშვეს. ეს სხვაა, თორემ მე მაგალითად ჰოლანდიის პრემიერ რუტესთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ასეა ბელგიაც, გერმანიაზე საუბარიც კი არ არის საჭირო, როგორც შტაინმაიერთან ასევე მერკელთან ურთიერთობები ძალიან განსხვავებული გვქონდა. იყო პრობლემები, მაგრამ ბოლო საუბრები ძალზედ კარგია.“

გაზეთი „საბაჰი“ იტყობინება, რომ პრემიერი ბინალი ილდირიმი საუდის არაბეთის მეფეს სალმან ბინ აბდულაზიზს შეხვდა. შეხვედრაზე იერუსალიმის სტატუსისათვის მინიჭებული მნიშვნელობა იქნა ხაზგასმული. ასევე აღინიშნა, რომ პალესტინელთა უფლებების დაცვისათვის მთლიანად ისლამურმა სამყარომ ერთად უნდა იმოქმედოს და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოებისათვის ძლიერი გზავნილია. შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე და ძირძველი ისტორიული, რელიგიური და ადამიანური კავშირების მქონე სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნებიდან, საუდის არაბეთის ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრის, იბრაიმ განდურის განცხადებით, თურქეთი სევაკინის კუნძულზე სამხედრო და სამოქალაქო გემების გასარემონტებელ პორტს ააშენებს - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. განდურის თქმით, პორტის შეთანხმება მთლიანობაში 650 მილიონი დოლარის ღირებულების რამდენიმე შეთანხმებიდან ერთ-ერთია და ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმება რომელიმე სამხედრო თანამშრომლობითაც შესაძლოა დაგვირგვინდეს.  

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ კატარის განცხადებით, ერთობლივ ძალთა სარდლობის ელემენტების ჩათვლით თურქეთიდან კატარში დამატებითი სამხედრო ძალა ჩავიდა. კატარის თავდაცვის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთსა და კატარს შორის დადებული ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების შესაბამისად, დამატებითი თურქული ძალები ტარიკ ბინ ზიატის ბატალიონში ჩაერთვება. შეთანხმება ტერორიზმის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და რეგიონში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას მოიცავს. თურქეთიდან ჩასული დამატებითი სამხედრო ძალა კატარის შეიარაღებული ძალების ბრძოლის უნარის გაზრდისათვის ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები