თურქული პრესა 26.12.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

875852
თურქული პრესა 26.12.2017

მიმოხილვას გაზეთ „Vatan“-ით დავიწყებთ, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „მომავალი აფრიკისაა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სუდანის დედაქალქ, ხარტუმში მისთვის გადაცემული საპატიო დოქტორის წოდების ცერემონიალზე სამადლობელო სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა: "მომავალი აფრიკისაა, მთავარია როგორც იერუსალიმის საკითხის მიმართებაში დავდექით ისეთი მტკიცენი და ერთიანი ვიყოთ.“

„თურქეთმა, ქაბულში მომხდარი თავდასხმა დაგმო“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთმა ქაბულში,  ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატის მახლობლად მომხდარი თავდასხმა დაგმო. საკითხთან დაკავშირებით წერილობით განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომელშიც წერია: „მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. თავდასხმის შედეგად დაღუპულების ოჯახებს და ავღანელ ხალხს ვუსამძიმრებთ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ თურქული წარმატებული კომპანიებიდან „ბიუროთაიმი“ (ავეჯის მწარმოებელი კომპანია) მიუხედავად ვალუტის არასტაბილური კურსისა, მაინც განაგრძობს ზრდას. ბიუროთაიმს ასევე საზღვარგარეთაც ხსნის  მაღაზიებს. მან მეშვიდე  მაღაზია, საქართველოში გახსნა. ბიუროთაიმი მომავალი წლიდან ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში ასევე  25 ახალი მაღაზიის გახსნას აპირებს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ქალაქ მანისას, ალაშეჰირის რაიონში ერთ-ერთმა გლეხმა, რომელსაც ხურმა მოჰყავდა და მის რეალიზაციას ვერ ახდენდა, ინგლისში თავიანთ ნათესავებს საჩუქრად ხურმის ჩირი გაუგზავნეს რა, ახლა შეკვეთებსაც ვერ აუდიან და რაიონის გლეხებისთვისაც ერთგვარ იმედად გადაიქცნენ.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ 1990 წელს ბელგიის, სენ-ჯოსეის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო მოხელედ მუშაობის დამწყებმა წარმოშობით თურქმა, ემირ ქირმა პოლიტიკური კარიერის თვალსაზრისით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. იგი სახელმწოფო მოხელიდან ჯერ მერიის მოადგილედ შემდეგ, ბრიუსელის რეგიონალურ დეპუტატად, ბრიუსელის რეგიონალურ მინისტრად,  მერად და ბოლოს ფედერალური დეპუტატად იქნა არჩეული. ემირ ქირი ბელგიაში მცხოვრებ თურქებს შორის პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე სწრაფი წარმატების მიმღწევი თურქი გახლავთ.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები