თურქული პრესა 22.12.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

873670
თურქული პრესა 22.12.2017

 

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელზედაც კენჭი ეყარა აშშ-ს პრეზიდენტის, დონლად ტრამპის მიერ იერუსალიმის სტატუსის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და თურქეთის ინიციატივით მომზადებული და გაეროს უშიშროების საბჭოს შემდეგ გენერალურ ასამბლეაზე გატანილი ეს რეზოლუცია, ტრამპის ხელისუფლების დიდი მუქარების მიუხედავად,  128 ხმით ცხრის წინააღმდეგ იქნა მიღებული, ხოლო 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა. ასე რომ, ამ კენჭისყრის შედეგად დონალდ ტრამპის მხრიდან იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების 6 დეკემბრის გადაწყვეტილებამ ძალა დაკარგა. კენჭისყრის კვალდაკვალ მთელი ისლამური სამყაროს მოსახლეობამ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტებში დიდი მადლობა გადაუხადეს ერდოღანს, რადგან, ყველაზე მკაცრად სწორედ ის გამოდიოდა იერუსალიმის სტატუსის წინააღმდეგ, წერს საბაჰი

Star-ი იუწყება, რომ პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი გუშინ სიტყვით გამოვიდა ანკარის სამრეწველო ზონაში, მზის მოდულის ქარხნისა და კვლევითი ცენტრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე და თქვა, რომ მთავრობის მიზანია, თურქეთი გადააქციოს ისეთ ქვეყნად, რომელიც  განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიასაც აწარმოებს და  მას ექსპორტშიც გაიტანს"

Haber Türk-ი კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ნუმან  კურთულმუშის განცხადებას უთმობს ადგილს. მასში იგი ამბობს, რომ მუშაობენ გეგმაზე და მისი მიხედვით ა ჯგუფის სამოგზაურო სააგენტოებს, რომლებიც საკრუიზო ტურისტებს ჩამოიყვანენ თურქეთში, სტიმულის სახით თითოეულ ტურისტზე საშუალოდ 30 დოლარის დახმარებას გაუწევენ რა, ამით საკრუიზო ტურიზმის სეზონს 12 თვიანს გახდიან. “ჩვენ სხვა დახმარებებსაც ვითვალისწინებთ და ამასთან ერთად საკრუიზო ნავსადგურების რაოდენობასაც და კომფორტსაც გავზრდით“, განაცხადა კურთულმუშმა, ვკითხულობთ ჰაბერთურქში      

Vatan-ის კორესპონდენტი იტყობინება, რომ ებრაელი სამხედროების მხრიდან დაკავებული და შემდეგ თურქეთის და მსოფლიო საზოგადოებრიობის დიდი ზეწოლის შედეგად განთავისუფლებული დაუნის სინდრომის მქონე პალესტინელი ახალგაზრდა მუჰამმედ ეტ-ტავილი და მისი ოჯახი, საერთაშორისო დაუნის სინდრომის ფედერაციის ინიციატივით თურქეთში იქნა ჩამოყვანილი, სადაც მუჰამმედი სოციალურ და ფსიქოლოგიურ მკურნალობას გაივლის. მუჰამმედი და მისი ოჯახი თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ნუმან კურთულმუშმა მიიღო და სტუმრებმა მათდამი აღმოჩენილი ყველანაირი დახმარების   გამო  თურქეთს და მის ხელისუფლებას დიდი მადლობა გადაუხადეს, წერს ვათანის კორესპონდენტი

“ქარის ენერგიაში იზმირი პირველია“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Star-ი და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ქარის ენერგიის ასოციაციის (TÜREB) მონაცემებით, თურქეთში წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით 8% ქარის ენერგიაზე მოდის. “ამჟამად თურქეთში 158 კომპანია მუშაობს ქარის ენერგიაზე და ისინი ერთობლივად 808 მეგავატ ენერგიას აწარმოებენ, ხოლო კიდევ 32 პროექტი კი ინსტალაციის ეტაპზეა. ქარის ენერგიით წარმოებული 808 მეგავატიდან იზმირი 333 მეგავატს აწარმოებს და ამით თურქეთში პირველ ადგილზეა“, წერს გაზეთი სტარი



მსგავსი ინფორმაციები