21.12.2017 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

872935
21.12.2017 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „ჰაბერ თურქ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს  პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის, გამგებელების 42-ე სხდომაზე გაკეთებული მოხსენების შესახებ. ერდოღანმა მკაცრი რეაქცია გამოთქვა არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრის გავრცელებული “tweet“-ის შესახებ, სადაც დადანაშაულებულია ფახრადინ ფაშა, რომელმაც მედინეში არსებული წმინდა რელიქვიები ჩაიტანა სტამბოლში. ასე მიმართა მან მბრალდებელ მინისტრს:-„შე საწყალო სად არიან შენი წინაპრები. საამაყო და შესაქებია ფახრედინ ფაშას მედინეში წარმართული საქმიანობა, რომელსაც 2 წლის და 7 თვის განმავლობაში იცავდა მტრებისგან.

თქვენ, რომლებიც ურცხვად ადანაშაულებთ მას წინაპართა წმინდა რელიქვიების მოპარვასა და სტამბოლში ჩატანაში, იცოდეთ, რომ ფაშამ, ოკუპანტებისგან დაცვის მიზნით, სიცოცხლის ფასად, 2 ათას კაციანი დაცვით გააგზავნა წმინდა რელიქვიები  სტამბოლში. ერდოღანმა შემდეგ კი დაამატა:-„კარგად ვიცით რით არიან დასაქმებულნი ისტორიის გამორჩეული პირების ურცხვი ბრალმდებლები“.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს რომ ხვალ, გაეროში გასამართ იერუსალიმის კენჭისყრაზე მონაწილეობის მიზნით, აშშ-ს ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლი.

აეროპორტში, ერთობლივი ბრიფინგი გამართა პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღნიშნა, რომ ელიან ძლიერ მხარდაჭერას. იმიტომ, რომ ხსენებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან არა მარტო მუსლიმანები, არამედ ქრისტიანებიც. კანონს ეწინააღმდეგება ებრაელების დიდი უმეტესობაც. „ვხედავთ, რომ კენჭისყრის წინ, მარტოდ დარჩენილმა აშშ-მა მიმართა მუქარას“- თქვა ჩავუშოღლიმ. 

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ თურქეთიც იქნა მიწვეული 16 იანვარს, კანადის ქალაქ ვანკუვერში გასამართ ჩრ. კორეის სამიტზე. თურქეთის ოტავას ელჩის სელჯუკ უნალის განცხადებით,  ჩრ. კორეის სამიტზე თურქეთიც იქნა მიწვეული. მიწვევა კანადის მხრიდან გადაეცა ანკარას. სამიტი, რომელიც ჩატარდება კანადის და აშშ-ის მასპინძლობით, გაიმართება 1950-53 წლების კორეის ომის მონაწილე ქვეყნების კონტექსტში. 

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, რომ 2011 წელში დღის წესრიგში მდგარი სტამბოლის არხის პროექტს, რომელსაც „გადარეულ პროექტად“ მოიხსენიებდნენ,  საფუძველი ჩაეყრება 2018 წელში. პროექტით გათვალისწინებული ნაკვეთიდან ამოღებული მიწაც ასეთივე გასაოცარი იქნება.   1,7 მილიარდი კუბ.მ. მიწით გათვალისწინებულია სამი კუნძულის და თავისუფალი რეგიონის გაშენება. მიწა ათასობით სატვირთო მანქანით გადაიტანება და გაუნაწილდება სასოფლო სამეურნეო სავარგულებს.

გაზეთი „ვათან“-ი აღნიშნავს, რომ იანვარ-ნოემბრის თვეებს შორის თურქეთი მოახდენს 4.958 ტონა ჩაის ექსპორტირებას. სანაცვლოდ მიიღებს  23 მილიონ 655 ათას 899 დოლარის შემოსავალს.

აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთიდან, წლის 11 თვეში 21 სახელმწიფოში ექსპორტირებულ იქნა 2. 939 ტონა ჩაი. სანაცვლოდ მიიღო 10 მილიონ 949 ათას 670 დოლარის მოგება. ბელგიაში გატანილ იქნა 8 მილიონ 589.584 დოლარის, გერმანიაში 689 ათას 117 დოლარის და ჩკთრ-ში 462.921 დოლარის ჩაი.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები